რუბრიკები
სკაიპი სხვადასხვა ენაზე მოსაუბრეთა დიალოგებს მომენტალურად თარგმნის
კომპანია Skype-მა ახალი სერვისი გამოუშვა, რომელიც უშუალოდ საუბრის დროს, ხმოვანი შეტყობინებების ონლაინ თარგმანს აკეთებს. Skype Translator - კომპანია ”სკაიპისა” და ”მაიკროსოფტის” მრავალწლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომელიც ახლა ყველასათვის ხელმისაწვდომია. მოცემულ მომენტში, ახალ სისტემას შეუძლია წამიერად თარგმნოს ინგლისურად და ესპანურად მოსაუბრე ადამიანების დიალოგი. მომავალში იგეგმება კიდევ უფრო მეტი ენის თარგმნის ფუნქციის დამატებაც. Skype Translator ჯერ მხოლოდ Windows 8.1-ის ან Windows 10-ის ოპერატიულ სისტემაზე მუშაობს. TheVerge-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სისტემა აშშ და მექსიკის მოსწავლეებსა და სტუდენტებზე იტესტება, რომლებიც ერთმანეთს სხვადასხვა ენებზე ესაუბრებიან. გარდა ამისა, Skype Translator-ს შეუძლია არა მხოლოდ წამიერად თარგმნოს ნათქვამი, არამედ საკუთარი თავის დახვეწაც მოახერხოს დროთა განმავლობაში. ასე მაგალითად, რაც უფრო მეტი ადამიანი გაესაუბრება ერთმანეთს ხმოვანი შეტყობინებების მეშვეობით, მით უფრო ”ჭკვიანი” გახდება Skype Translator. მომავალში კომპანია Microsoft 40-მდე ენის თარგმნას გეგმავს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.