Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/qatmis-mkerdi-sokoti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ქათმის მკერდი სოკოთი
რეცეპტის ინგრედიენტები:
  • 2 ცალი ქათმის მკერდი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 225 გრამი სოკო
  • 1 მწიკვი მარილი*
  • 1/2 ჭიქა წყალი
  • 15 გრამი კარაქი
  • მარილი და დაფქული შავი წიწაკა გემოვნებისამებრ
მომზადების წესი
1. გააცხელეთ ღუმელი 200C გრადუსზე. 2. უძვლო და კანიან ქათმის მკერდს მოაყარეთ მარილი და წიწაკა(ორივე მხარეს). 3. დადგით ტაფა საშუალოზე მაღალ ცეცხლზე და გააცხელეთ ზეთი. მოათავსეთ ქათმის მკერდი ტაფაზე კანიანი ზედაპირით და შეწვით 5 წუთით(ნუ გადააბრუნებთ ამ დროის განმავლობაში), სანამ კანი ყავისფერი არ გახდება. 4. აუწიეთ ცეცხლს და განაგრძეთ ქათმის შეწვა მეორე მხრიდან. თან ჩაუმატეთ 6-7მმ სისქის ნაჭრებად დაჭრილი სოკო და მოაყარეთ 1 მწიკვი მარილი*. მუდმივად ურიეთ სოკოს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. 5. ამ დროის გასვლის შემდეგ შედგით ტაფა გახურებულ ღუმელში და დატოვეთ, სანამ ქათმის მკერდი კარგად არ შეიწვება. ამას დაჭირდება დაახლოებით 15-20 წუთი, მისი ზომიდან გამომდინარე. გადმოალაგეთ მკერდები თეფშზე და მსუბუქად დააფარეთ ალუმინის ფოლგა, რათა არ გაცივდეს. 6. დადგით ტაფაში დარჩენილი სოკო საშუალოზე მაღალ ცეცხლზე და განაგრძეთ მისი შეწვა. თან მუდმივად ურიეთ 5 წუთის განმავლობაში, სანამ ტაფაზე სოკოს ნამწვავები არ დარჩება. ამ დროს გასვლის შემდეგ მოასხით წყალი და განაგრძეთ ხის კოვზით მორევა. გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან დაახლოებით 2 წუთში, როცა წყლის მოცულობა განახევრდება. 7. მალევე ჩაუმატეთ შემწვარი ქათმის წვენი, თუ ამ დროის განმავლობაში რამე მოგროვდა. ჩაუმატეთ კარაქი და ურიეთ, სანამ სრულად არ გადნება. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. 8. შემწვარი სოკო თავისი სოუსით მოასხით შემწვარ ქათამს, სურვილისამებრ შეკაზმეთ მწვანილით და გემრიელად მიირთვით!  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.