რუბრიკები
ლევან ქარდავა: მუზეუმის ეზოს მიმდებარედ დადიანების კიევის სასახლის ასლი სასტუმრო უნდა ამეშენებინა
რამდენიმე დღის წინ მედია საშუალებებში გავრცელდა, ინფორმაცია რომ დადიანების სასახლის ეზო ბიზნესმენ ლევან ქარდავაზე იყო გაყიდული. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ლევან ქარდავა ამჟამად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატია. საჯარო რეესტრის ცნობით, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის 995 კვადრატულ მეტრს ლევან ქარდავა ნამდვილად ფლობს. დადიანების მუზეუმის ეზოს მიმიმდებარე ტერიტორიის, რომელ ნაწილს ფლობს ქარდავა და რისი მშენებლობას გეგმავდა ბიზნესმენი ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადგილას? ამ კითხვებზე "რადიო ათინათს" წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ქარდავამ უპასუხა.

-ბატონო ლევან, როგორ აღმოჩნდა თქვენს მფლობელობაში დადიანების მუზეუმის ეზოს ნაწილი?

-ერთი რამე უნდა დავაზუსტოდ, ეს არ არის მუზეუმის ეზო, სადაც სკვერია. ეს არის მიმდებარე ტერიტორია, სადაც იყო „თეატრონი“, მგონი კაფე იყო. ამ ტერიტორიას მისასვლელი სტადიონის მხრიდან ჰქონდა. მისწის ის მონაკვეთი, რომელიც ახლა ჩემს მფლობელობაშია, აუქციონზე შევიძინე, მგონი 2007 წელს. სხვათაშორის ამ მიწის ყიდვა მთხოვეს. მე რამდენადაც გავარკვიე გაუგებრობა სხვა მხრიდან მოდის. რამდენადაც ვიცი მუზეუმის საკუთრებაში მხოლოდ შენობაა, მიწა კი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. მუზეუმის ხელმძღვანელობას უნდოდა, რომ სასახლის მიმდებარე ტერიტორია მუზეუმზე დაემაგრებინა...და ეგ ორივე სახელმწიფო სტრუქტურაა და ერთმანეთში არკვიონ, მე მათთან არანაიი შეხება არ მაქვს.

-ბატონო ლევან, რა უნდა აშენებულიყო ამ ტერიტორიაზე?

-სამეგრელოს, მაშინდელი ხელმღვანელი პირები დამიკავშირდნენ და მთხოვეს ინვესტიცია გამეხორციელებინა და სასტუმრო ამეშენებინა. ეს იყო თხოვნა და არა დავალება, მე ვერავინ ვერაფერს დამავალებს. მე მათ ვუთხარი, თუ არის ადგილი გამოყოფილი, კი ბატონო ავაშენებ მეთქი. სხვათაშორის ამ მიწაში საბაზრო ღირებულებაზე მეტი- 135 ათასი დოლარის ექვივალენტი გადავიხადე ლარებში.

-ამ ტერიტორიის გაყიდვა იმ დროსაც გააპროტესტეს?

- დიახ, ასე იყო. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მაშინაც გამოხატა პროტესტი. სანამ, საბოლოოდ მე ამ მიწის საფასურს გადავიხდიდი, ცხონებულ, აბესალომ ტუღუშს (ისტორიკოსი. ავტ) შევხვდი. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და მე მას ასეთი რამე ვუთხარი: „მე პრობლემა არ მაქვს, მეგონა, რომ ეს ზუგდიდისთვის საჭირო პროექტი იყო და თუ ამხელა აჟიოტაჟს გამოიწვევს მე ამ პროექზე ვუარს ვიტყვი და იმ გადახდილ ბესაც დავკარგავ-მეთქი.“ შემდეგ მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ იქ ავაშენბედით სამ სართულიან შენობას, რომელიც უკრაინაში არსებული დადიანების სასახლის ასლი იქნებოდა. ბატონმა აბესალომმა ბოლოს მითხრა, ჯობია ეს პროექტი გაკეთდეს, ვიდრე სხვამ იყიდოს და გააკეთოს ის რაც მას მოესურვებაო. მხოლოდ ამის შემდეგ შევიძინე ეს მიწა. რა შენობაც არ უნდა აშენებულიყო ამ ტერიტორიაზე ბიზნესის თვალსაზრისით ის მიმზიდველი არ იქნებოდა. სხვათაშორის მინდა ვთქვა, რომ ამ ტერიტორიის გაყიდვის შესახებ ყველამ იცოდა, მუზეუმის თანამშრომლებმაც კი. და ყველამ თითქოს ეხლა გაიგო.

-რამ გამოიწვია პროექტის შეჩერება?

-პროექტის დამუშავება, ესკიზების გაკეთება, ყველაფერი დასრულებული იყო. შემდეგ სხვა პრობლემა გაჩნდა. ერთ დღეს გადაწყდა, რომ იქ სტადიონი ინგრეოდა და პარკი უნდა გაკეთებულიყო. მე მაშინ შემომთავაზეს, რომ ამ მიწას სხვა ნაკვეთში გამიცვლიდნენ, აი ახლა იუსტიციის სახლი რომ დგას, იმაზე იყო საუბარი. მე ამ შემოთავაზებას დავთანხმდი, მაგრამ შემდეგ იქ იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. მე მათ ისიც ვუთხარი, გადახდილი თანხა დამიბრუნეთ და პრეტენზია არ მაქვს-მეთქი. მერე ის მიწა შემომთავაზეს, სადაც ყინულის სახლი იდგა. მე ამაზეც დავთანხმდი, მართალი გითხრათ, მერჩივნა ის ადგილი, რომელიც არაფერს დაარღვევდა და რომელიც არავის შეუშლიდა ხელს. შემდეგ იყო საპარლამენტო არჩევნები... რეალურად ყველაფერი აქ გაჩერდა. ჩემი თვითმიზანი სასტუმროს მშენებლობა, რომ ყოფილიყო ნებისმიერ შემთხვევაში ავაშენებდი, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა.

როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ამ ფაქტის „აღმოჩენა“ ახლა თუ ეს ამბავი, როგორც თქვენ ამბობთ, ყველასთვის ცნობილი იყო?

-არ ვიცი. მუზეუმის დირექტორს შორიდან ვიცნობ, მე მას დიდ პატივს ვცემ და ისიც ვიცი, რომ მას დიდი წვლილი მიუძღვის მუზეუმის შენარჩუნებაში. მაგრამ ის ვიღაცას შეცდომაში შეყავას ან ვიღაცა ამაზე რაღაც თემის აგორებას ცდილობს. მე პრინციპში არ მაინტერესებს. ვიცი, რომ სამართლებრივად ყველაფერი წესრიგშია. მე მათთან შეხება არ მაქვს და თუ თქვენ გექნებათ, იქნებ ახსნან, რატომ ამბობენ ტყულს და საიდან მოაქვთ ეს. ვიღაცას სერიოზულ შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.