პოლიტიკა
მიზეზები, რის გამოც თეოლოგ დავით თორდიას ზუგდიდის მერობა სურს
თეოლოგი დავით თორდია, რომელსაც ზუგდიდის მერობა სურს, ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი ინფორმაციულ ვაკუუმშია. მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატად რამდენიმე მიზეზის გამო რეგისტრირდება, მათ შორის, როგორც თორდია განმარტავს, აუცილებელია, რომ ზუგდიდელებს პოლიტიკურ და ისტორიულ მოვლენებზე სრული ინფორმაცია ჰქონდეთ.

„ბევრი ფაქტორის გამო გადავწყვიტე მერად კენჭისყრა. როდესაც მე მესტიიდან თბილისამდე ფეხით ჩავედი, არცერთ დიდ ტელევიზიას არ გაუშუქებია, არადა, ამ აქციის მიზანი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.  მინდოდა იმის გაჟღერება, რომ ღვთისმშობელი ქართველია და ამის დამადასტურებელი უამრავი რამ არსებობს. მეორე მიზეზი ის არის, რომ ზუგდიდს უნდა ჰყავდეს არა შემოგზავნილი და არამეგრელი, ან არაზუგდიდელი, არამედ, ადგილობრივი მერი. ასევე, სამეგრელოში ინფორმაციას გვიზღუდავენ და მისაწოდებელია, როგორც ისტორიული, ასევე, პოლიტიკური ინფორმაციები. ამასთან, სამეგრელოს აქვს შესაძლებლობა, რომ ეკონომიკურად განვითარდეს და ამასაც თავისი ფორმა და კალაპოტში ჩასმა სჭირდება“, - აღნიშნა თორდიამ.

რაც შეეხება მოლოდინებს, მერობის მსურველმა გვითხრა, რომ ყველაფერი თვენახევარში გაირკვევა.

„უნდა ვნახოთ ამ დროში. აქ არ მიცნობენ და უკეთესად უნდა გაიგონ, რას ვაკეთებ და რა არის გასაკეთებელი“, - თქვა დავით თორდიამ.

67-ე საოლქო საოლქო საარჩევნო კომისიაში 5-მა საინიციატივო ჯგუფმა მერობის დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ განცხადება შეიტანა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.