ახალი ამბები
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალ არ განახლდება - რესურსცენტრი
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი ხვალ არ განახლდება, - ამის შესახებ რადიო "ათინათს" ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ უთხრა. მისი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, თუმცა, დარჩენილია ე.წ. წერტილოვანი სამუშაოები. როდის დაიწყება ახალი სასწავლო წელი პირველ სკოლაში, ამ ეტაპზე, ზუსტი პასუხი ბულიას არ აქვს. ამასთან, სასწავლო პროცესი ხვალ არ დაიწყება სოფელ ჯუმის სკოლაშიც. აქ მოსწავლეები სწავლას 26 სექტემბრიდან განაახლებენ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ასევე მეთორმეტე სკოლის საკითხი.

"ჯუმის საჯარო სკოლაში, პირველ სართულზე მიმდინარეობს სრული რეაბილიტაცია და 26-ში განახლდება სასწავლო პროცესი. მეთორმეტე სკოლაში წყლის დაერთება ხდება და თუ დასრულდება, ხვალ გაიხსნება. პირველი და მეთორმეტე სკოლების საკითხი უნდა შევაჯეროთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. პირველ სკოლაში მიმდინარეობს წერტილოვანი სამუშაოები, დალაგება-დასუფთავება და რამდენიმე დღით გადავდებთ სწავლის დაწყება. დისტანციური სწავლება არ იქნება და ყველა შემთხვევაში გაცდენილი საათები შაბათ დღეს ანაზღაურდება", - აღნიშნა ბულია.

სულ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 51 საჯარო და 6 კერძო სკოლა ფუნქციონირებს და აღნიშნული სამი სკოლის გარდა, ამ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დასწრებით რეჟიმში ხვალ, 15 სექტემბერს დაიწყება. რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკვე დარიგებულია სახელმძღვანელოები, ლეპტოპები და არცერთ სკოლაში დისტანციური სწავლება არ იქნება.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის პირველი და მეთორმეტე საჯარო სკოლების რეაბილიტაციაზე ტენდერი 2020 წლის ივლისში გამოაცხადა და მისთვის 7 332 141 ლარი გამოყო. ხელშეკრულება კი გამარჯვებულ კომპანიასთან 9 დეკემბერს დაიდო. დოკუმენტის თანახმად, სამუშაოები 10 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ხელშეკრულებაში არაერთი ცვლილება შევიდა.

საბოლოოდ, ბოლო ორი წელია, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესს შენობაში არ დასწრებიან.

რეაბილიტაციის ფარგლებში კი გათვალისწინებული იყო მთავარი შენობის რეაბილიტაციას, ახალი საპირფარეშოს ბლოკის მოწყობას, ახალი საქვაბე შენობის აგება, გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და ასევე წყლის, გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო ქსელების მონტაჟი. ამასთან, შენობის შესასვლელებზე ახალი წინაფრები და თანამედროვე სტანდარტების პანდუსების მოწყობას. ასევე, შშმ პირებისთვის შენობის ორივე სართულზე დამატებითი სველი წერტილების მშენებლობა.


ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია



ამავე თემაზე:

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის შენობაში სწავლა სექტემბრიდან განახლდება - მგფ




Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
,,ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2022 ახალგაზრდებისთვის“, რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეული სასახლის საგამოფენო დარბაზში დღეს გაიმართა.
ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციური მშენებლობის საკითხებში დირექტორი ლორენს მერედიტი,
ზუგდიდმა ევროკავშირის პროექტ EU4Culture-ის კონკურსში გაიმარჯვა და ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად ევროკავშირისგან 300 000 ევრომდე დაფინანსებას მიიღებს.
კორონავირუსი
14 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსი 12 595 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან სამეგრელო-ზემო სვანეთში 1158-ს. Covid 19-ით გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი.
ბოლო სტატისტიკის თანახმად, 7 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსი 12 338 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 1 094 სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრებია. გარდაიცვალა ვირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი.
დე ფაქტო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსით ორი ადამიანი 87 და 37 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
საზოგადოება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონკურსის
"საქართველოს მუზეუმელთა ალიანსის" პირველ ყრილობაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, ქართულ სამუზეუმო ისტორიაში პირველად, 3 "საუკეთესო მუზეუმელი" გამოავლინეს,
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კანონპროექტები შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, მძღოლებისთვის გზაზე მოძრაობის წესები მკაცრდება.
დილის ჩართვა
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.