სპორტი
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი აგვისტოს ომისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილეობს
2008 წლის აგვისტოს ომის 11-ე წლისთავთან დაკავშირებით ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის თბილისში საფეხბურთო ტურნირი დაიწყო. მასში საქართველოსა და აზერბაიჯანის გუნდები მონაწილეობენ. როგორც რადიო „ათინათს“ ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ჩიხლაძემ უთხრა, ტურნირი რუსეთ-საქართველოს შორის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულ მეომართა ხსოვნას ეძღვნება. შეჯიბრში, რომელიც 7 აგვისტოს გორში დასრულდება, მონაწილეობს ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდიც.

„ტურნირში საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა 6 და აზერბაიჯანის 1 გუნდი მონაწილეობს. ფინალური შეხვედრა  7 აგვისტოს ქალაქ გორში გაიმართება. ქართული გუნდები, ძირითადად, საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურებითაა დაკომპლექტებული. გამოვლინდება სამი გამარჯვებული გუნდი. პირველ ადგილზე გასულს გუნდს გადაეცემა ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი“, - ამბობს ჩიხლაძე.

აღნიშნული  ტურნირი 2016 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადაფინანსებით იმართება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი საქართველოს პირველობისთვის იბრძვის (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.