ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი: მაღაზიებში 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მაღაზიებში სპეციალური ზომები უნდა დაწესდეს, რაც იმას გულისხმობს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს.

"მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რომელიც მარკეტის მფლობელებსა და მმართველებს დაავალდებულებს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. ჩვეულებრივ, უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები, როგორიც არსებობს ევროპაში - ადამიანები რიგში დგანან უსაფრთხო დისტანციის - 2 მეტრამდე დაცვის პირობებში და ეს ჩვენი მოქალაქეების თვითორგანიზებისა და რა თქმა უნდა ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ტრანსპორტშიც იქნება სპეციალური პირობები მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. ის 21 აპრილამდე შენარჩუნდება.

მანამდე პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ მიმართა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.