ზუგდიდში, გეგმიური სამუშაოების გამო ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ. გარდა ამისა, შუქი გაეთიშება ინგირის, აბასთუმანის, დარჩელის, რუხის, ცაიშის, ანაკლიის, ოდიშისა და კოკის მოსახლეობას.
ახალაბასთუმნის მოსახლეობამ გზის შეკეთების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. 50-მდე ადგილობრივმა მშვიდობის ქუჩა დროებით გადაკეტა. როგორც ისინი განმარტავენ, სოფლის გზაზე ინტენსიურად გადაადგილდებიან სატვირთო მანქანები,
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფთა რიცხვი 25-ით გაიზარდა. ამ დროისთვის იზოლაციაში 99 პირი იმყოფება, ხოლო რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 31 პირი რჩება.
ენგურის ხიდი, რომელიც სოხუმის გადაწყვეტილებით, 22 ივნისიდან სამი დღით იყო გახსნილი, 24 ივნისს ისევ ჩაიკეტა. ამ პერიოდის განმავლობაში სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი 794 - მა მოქალაქემ გადაკვეთა,
ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის მიმდებარედ, ე.წ. ფრანგულ პარკში არსებული საბავშვო ავტოდრომი და ატრაქციონი დღეს გაიხსნა. მერიაში ამბობენ, რომ გასართობ მოედანზე უსაფრთხოების ნორმა დაცულია.
ზუგდიდში, ციხის ყოფილი შენობის ადგილზე შესაძლოა სავაჭრო ცენტრი აშენდეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ტერიტორიის ამჟამინდელმა მფლობელმა ზურაბ გარუჩავამ უთხრა.
ფოთში დაკარგული ირაკლი ჯაბუას ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, 31 წლის მამაკაცი სახლიდან 31 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. არსებული ინფორმაციით, მისი კუთვნილი ავტომანქანა ბოლოს მდინარე რიონის ხიდთან ნახეს.
დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 2 დღის განმავლობაში 294 ადამიანი დაბრუნდა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უსაფრთხოების სამსახურის" მონაცემებზე დაყრდნობით,
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში ჩავიდა. "აფსნიპრესის"ინფორმაციით, ის ფაშიზმზე გამარჯვების 75 - ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღებს მონაწილეობას.
ფოთის ბაზარში გვიან ღამით მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დახლების აღება დაიწყეს, რასაც მოვაჭრეების მხრიდან ხმაური მოჰყვა. მოვაჭრეების თქმით,
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.