ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერი თოვის გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობს სპეციალური ტექნიკა, ამ დრომდე მიმდინარეობს გზების გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ უთხრა.
საქართველოს რკინიგზა დამატებით ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, 26 თებერვალს დაგეგმილი რამდენიმე რეისი გაუქმდა, მათ შორის თბილისი-ზუგდიდის (№870) და ფოთი-თბილისის (№873) მიმართულებით;
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით უამინდობის გამო, 25 თებერვალს დაგეგმილი რამდენიმე რეისი, მათ შორის თბილისი-ფოთისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით რეისები გაუქმდა.
ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდისათვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროგრამაში, როგორც მოხალისეებს, გაემგზავრონ ევროპის, ასევე რამდენიმე პარტნიორ ქვეყანაში და გაიუმჯობესონ, პიროვნული და პროფესიული უნარები; „ნაბიჯი წარმატებისკენ“, ერთ - ერთია, ვინც ეხმარება ახალგაზრდებს, ჩაერთონ ამ პროგრამებში და მიიღონ მრავალფეროვანი გამოცდილება; ორგანიზაციის დირექტორი, რიმა ბერიძე პასუხობს ჩვენს კითხვებს, პროგრამის მიზნებთან, პირობებთან და მიმართულებებთან დაკავშირებით.
აფხაზური “საექსპორტო“ მიმოზის რუსეთში შეტანა აიკრძალა. რუსეთის საკარანტინო სამსახურის ინფორმაციით, მიმოზაში კალიფორნიული ყვავილოვანი თრიპსი აღმოაჩინეს, წერს „აფსნიპრესი“.
ფოთის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსული უხვი ნალექის გამო, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი ამ დრომდე შეჩერებულია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში უთხრეს.
ზუგდიდში, თაბუკაშვილისა და თავისუფლების ქუჩების კვეთაზე არსებულ შუქნიშანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.