ახალი ამბები
აფხაზური მიმოზით დატვირთულ მანქანებს რუსეთში არ უშვებენ, - მედია
აფხაზური “საექსპორტო“ მიმოზის რუსეთში შეტანა აიკრძალა. რუსეთის საკარანტინო სამსახურის ინფორმაციით, მიმოზაში კალიფორნიული ყვავილოვანი თრიპსი აღმოაჩინეს, წერს „აფსნიპრესი“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საკარანტინო სამსახურის უფროსი ომარ ცვიჟბა თვლის, რომ ასეთ დაბალ ტემპერატურაზე თრიპსის არსებობა ნაკლებად სავარაუდოა.

„ასეთ პირობებში თრიპსის გამოვლენა შეუძლებელია. ხვალიდან დავიწყებთ მის დეტალურ შესწავლას ლაბორატორიაში“, - განაცხადა მან.

მანამდე, ტელეგრამის არხები წერდნენ, რომ ფსოუს ე.წ. საზღვარზე რამდენიმე დღეა მიმოზით დატვირთული ათობით, მათ შორის, სატვირთო მანქანა დგას. ისინი რუსეთში საქონლის გატანის ნებართვას ელოდებიან.

მათივე ცნობით, რუსულმა მხარემ მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება, აფხაზური მიმოზის რუსეთში შეტანის აკრძალვის შესახებ. ამავე ცნობით, მოქალაქეების ნაწილი, პირდაპირ ე.წ. საზღვარზე ტოვებს მიმოზით სავსე ტომრებს, რადგან

რუსეთის მხარეს მხოლოდ მცირე პარტიების, 5 კგ- მდე, გადატანაა ნაბადართული. 

გამოცემის თანახმად, 2024 წლის 6 დეკემბერს, რუსეთის საკარანტინო სამსახურმა აფხაზეთიდან რუსეთში „ექსპორტირებული“ ციტრუსის ერთ-ერთ პარტიაში ასევე აღმოაჩინა კალიფორნიული თრიფსი.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.