სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გახდა. ის ამ დრომდე გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა. თორიამ აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში 15.6 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა,
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 3970 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ზუგდიდში, მე-12 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც კლასი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საგანმანათლებლო რესურსცენტრის
ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით 78 წლის მამაკაცი გალის მკვიდრია და რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 18 331 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 829 ახალი შემთხვევა.
აფხაზეთში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით ბოლო 24 საათის განმავლობაში 298 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 18-ს დაუდგინდა კორონავირუსი.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.