არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრები, რომლებიც ზუგდიდის, სენაკისა და ხობის ცალკეულ უბნებზე 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაბათილებას ეხებოდა, სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს მოსკოვსა და სოხუმს შორის „საშემოსავლო გადასახადის ორმაგი დაბეგვრის აღმოფხვრის შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ“ , წერს „აფსნიპრესი“
უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლე, სამეჯლისო დარბაზი მასპინძლობს გამოფენას ,,ზუგდიდის მუზეუმის საუკუნოვანი ისტორია“ , სადაც წარმოდგენილია ასწლოვანი ისტორიის ამსახველი მასალები, ფოტოები და ესკიზები, ასევე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მძივები და ხელადები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1976 წელს დაბადებული კ.დ. დააკავეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე ოჯახებისთვის შაქრისა და მაკარონის შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 16 150 ლარია.
საერთაშორისო კიკბოქსინგის ასოციაციის ISKA-ს ორგანიზებით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ზუგდიდელმა ანდრია სხულუხიამ და მათე მაქაცარიამ ოქროს მედლები მოიპოვეს.
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განხილული 7 საჩივრიდან ყველა მათგანი უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა უთხრა.
1-2 ნოემბერს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბრიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.