გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი იქნება. 18 ნოემბერს ისევ გამოიდარებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოეხმაურა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია სათანადო სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტების რეგიონებთან მიმართებით.
გუდაუთის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „აფსნიპრესი“ იტყობინება, აფხაზური "სახელმწიფო ავტოინსპექციის" უფროსის დამეი ავიძბას ინფორმაციაზე დაყრდნობით.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი, 96 შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში აღირიცხა.
2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სისტემაში უკვე გაწევრიანდა 1 მილიონ 566 ათასი ადამიანი. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ.
აფხაზურ ე.წ. პარლამენტში დაიწყეს „საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვა“, რომელიც ითვალისწინებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, წერს „აფსნიპრესი“.
2025 წლის მაისში, იაპონიის ალპინისტური კლუბის 120 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მესტიის მუნიციპალიტეტში იაპონური ალუბლის ხეებს, საკურას დარგავენ. ამის შესახებ ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა
Rakuten Viber-მა, გლობალურმა უსაფრთხო შეტყობინებების პლატფორმამ და სუპერ აპლიკაციამ, კომუნიკაციის დაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ახალი გადაწყვეტილებები გამოუშვა. ამიერიდან, ბიზნესს შეუძლია სწრაფად
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია საახალწლო განათებების შესასყიდად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 000 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობის საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მოუწოდებს მაინერების მფლობელებს, გამორთონ ბიტკოინის აპარატები.
აფხაზური ოპოზიციის მომხრეებმა, ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟასათან მდებარე კოდორის ხიდი გახსნეს, მას შემდეგ, რაც მათთან დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის „დეპუტატები“ და რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმი ბესლან ბიგვავა მივიდა.
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში კიდევ ერთი საპროტესტო სტენსილი წარწერით "გაჟონა მასწ" გამოჩნდა. მასზე გამოსახულია პედაგოგი და შავი წერტილი. რადიო "ათინათს" სტენსილის ავტორმა როსტომ ზარანდიამ უთხრა, რომ ამ ფორმით
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბურთით თამაში, სახელად ბურთუა, საუკუნეების განმავლობაში პოპულარული გახლდათ. მას თამაშობდნენ ბავშვები და დიდები, სხვადასხვა წესებითა და ფორმით — ხელით, ფეხით, ჩოგნითაც. ლელო ბურთი, ტანტრაცილიკი, ჭარკინუა და სხვა თამაშები დღესასწაულებზე ტარდებოდა და მთელ სოფელს აერთიანებდა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.