დილის ჩართვა
სტუმრები - სალომე ჟვანია, ნათია ჭანტურია, ლუკა ჩანგელია და გიორგი სოსელია
ასოციაცია ,,ათინათის" პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" ფარგლებში არსებული ახალგაზრდული კლუბის წევრები: დარჩელის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია ჭანტურია, ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი სოსელია, აფხაზეთის #11 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ჩანგელია და ახალგაზრდული კლუბების კოორდინატორი სალომე ჟვანია, იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში, ქალაქ თორქიში, კაპლანის საერთაშორისო ინგლისური ენის სკოლაში. ვიზიტის დეტალებზე მათ რადიო "ათინათის" დილის გადაცემაში ისაუბრეს. 

ახალგაზრდებმა ორი კვირის განმავლობაში გაიუმჯობესეს ინგლისური ენის ცოდნა, მოინახულეს ბრიტანეთის ხუთი პატარა ქალაქი და ლონდონი, მიიღეს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობებში მონაწილეობა.

ბანაკის ფარგლებში გამართულ ფოტო-კონკურსსა და ვიქტორინაში ჩვენი ახალგაზრდები გახდნენ გამარჯვებულები და დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზებით.

პროექტს “ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება” ახორციელებს ასოციაცია "ათინათი" გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF და გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-თან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ფინანსური მხარდაჭერით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.