ახალი ამბები
საქართველო პირველ სამ ქვეყანას შორისაა, რომელიც აშშ-სგან კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს
საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

„ამ კვირაში პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუზიარებს, იმიტომ, რომ არცერთი ჩვენგანი არაა დაცული, სანამ ყველანი არ ვიქნებით დაცული.

რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორობაზე დაფუძნებით საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს.

ასევე, შეერთებული შტატები მოწადინებულია, დაეხმაროს პანდემიისგან ეკონომიკის აღდგენის პროცესს. დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერი შეხვდა ორგანიზაციებს, რომლებიც USAID/Georgia-ს მიერ მხარდაჭერილ ანალიტიკურ საკონსულტაციო ჯგუფში მონაწილეობენ. მათ განიხილეს, როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს ძლიერი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერის გაგრძელება, რაც დასაქმებულებს, მათ ოჯახებსა და საზოგადოებას სარგებელს მოუტანს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.



Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.
კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, საავტომობილო გზის მოწყობა მიმდინარეობს.
სამეგრელოს თხილის პლანტაციებში აზიური ფაროსანას პოპულაციამ გამრავლება დაიწყო. ამასთან, შეინიშნება სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, ბაქტერიოზისა და ნაცრის გავრცელება.
კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდმიმღებ საავადმყოფოებში მყოფი 200-მდე პაციენტიდან, 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ. საშუალო სიმძიმისაა 39-ვე პირის მდგომარეობა,
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 103 ახალი შემთხვევა დაადასტურა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, Covid-19-ით
ამ დროისთვის, სამეგრელოს ხუთ კოვიდმიმღებ კლინიკაში 200-მდე პაციენტი მკურნალობს, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმის - 40.
საზოგადოება
2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან  ექვსი წელი გავიდა. სტიქია მდინარე ვერეს ადიდებამ და ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღსრულდება.
საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივნისი 2021 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.