ზუგდიდი პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის მეორე საერთაშორისო ფესტივალს "კოლხი და..."- ს უმასპინძლებს.
დილის გადაცემის სტუმრები არიან ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი მანუჩარ სამუშია და ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის რეზო ბულიას სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჩელას" ლოტბარი ბუბა სორდია.
ჩვენმა სტუმრებმა გაიხსენეს პოლიკარპე ხუბულავა, რომლის სახელთანაც ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული ფოლკლორის განვითარება და შენარჩუნება.
აღნიშნული ფესტივალი 14 ივლისს ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში, 19:00 სთ-ზე, ხოლო 15 ივლისს, ანაკლიის ისტორიული ციხესიმაგრეში, ტრადიციული რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენით, 19:00 სთ-ზე დაიწყება.
დახურვის ღონისძიება 20:00 სთ-ზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები