დილის ჩართვა
ზუგდიდში შშმ პირთათვის დამატებით ადაპტირებული გარემოს მოწყობა იგეგმება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა გრძელდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზვიად გამსახურდიას სახელობის სხდომათა დარბაზში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე სამოქმედო გეგმის პროექტი მერიის სამსახურებმა წარმოადგინეს.

სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ იმ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა, რასაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია შშმ პირთა მიმართულებით ახორციელებს.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემურ ჯიქიამ ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამები წარადგინა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერას ითვალისწინებს. დაგეგმილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შშმ პირთათვის არსებული პანდუსების ადაპტაცია და ახალი პანდუსების მოწყობა.

აგრეთვე, სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია შშმ პირთათვის არსებულ 10 შუქნიშანთან დამატებით ხმოვანი შეტყობინების მოწყობილობების დამონტაჟება, რომელიც ქვეითთა გადასასვლელის გადაკვეთამდე შუქნიშნის მწვანე ნათების შესახებ ინფორმაციას სიგნალით მიიღებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.