ახალი ამბები
სოხუმში აცხადებენ, რომ დააკავეს „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში“ ეჭვმიტანილი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათ დააკავეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია „სახელმწიფო ღალატში საქართველოს სასარგებლოდ“. ამავე ცნობით, კახა მურადოვი, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქოება და ასევე „აფხაზური“ პასპორტი, გაგრაში 24 აპრილს აიყვანეს.

ე.წ. უშიშროების სამსახურის მტკიცებით, მურადოვის სახლის ჩხრეკისას „ამოღებულია ტექნიკური საშუალებები, რომლებიც მიუთითებს მის კავშირზე საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაზე“.

ამავე ცნობით, მურადოვი 1977 წელს აფხაზეთში დაიბადა. მათივე ინფორმაციით, ის 1994-1999 წლებში საქართველოს შსს-ში მუშაობდა, კონტაქტები ჰქონდა 90-იან წლებში მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფებების, მათ შორის „მხედრიონის“ ყოფილ მეთაურებთან.

დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა მურადოვის „ჩვენება“, რომლის თანახმად, მას დავალებული ჰქონდა აფხაზეთში რუსეთიდან შესულ მატარებლებზე თვალთვალი იმის დასადგენად, ხომ არ არიან დატვირთული სამხედრო ტექნიკით და ასევე, დაგეგმილი იყო ინფორმაციის მოსაპოვებლად მისი „ჩანერგვა“ აფხაზეთის „სახელმწიფო დაწესებულებებსა და სამხედრო ობიექტებზე“. გარდა ამისა, დავალებული ჰქონდა საქართველოსთან აფხაზეთის შეერთების მხარდამჭერი „ლოიალური ადამიანების“ მოძებნა და მათთვის ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად ფინანსური დახმარების სახით დაგეგმილი იყო ერთი მილიონი ლარის გამოყოფა.

საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.

2022 წლის ივლისში "ჯაშუშობის" ბრალდებით გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დააკავეს ქრისტინე თაკალანძე. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 2023 წლის 5 მაისს მიუსაჯა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს.
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
6 ივნისს, ზუგდიდში, კოსტავას N36-ში “ჯი პი აი ჰოლდინგის” ახალი ოფისი გაიხსნა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 30 °C
img
სოხუმი 27 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 20 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.