ზუგდიდის ათინათის ბაზაზე არსებული UG- იუჯის ახალგაზრდული ცენტრი, 2 სექტემბერს ღია კარის დღეს უმასპინძლებს .
ცენტრი მოემსახურება პროფესიულ ორიენტაციას, ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას და ახალი უნარების შეძენას. საქართველოს უნივერსიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების სამსახურის გუნდის წევრი დეა აბულაძე გვესაუბრება UG- იუჯის ცენტრის მიზნებსა და შესაძლებლობებზე. ახალგაზრდებს ცენტრში გაუძღვებიან ახალგაზრდული მუშაკები, სალომე გუგუჩია და მარიამ ქურსუა, რომლებიც რადიო „ათინათის“ დილის გადაცემაში ისაუბრებენ პროგრამის შესახებ, მის მიზნებსა და შესაძლებლობებებზე.
მასალის გამოყენების პირობები