ახალი ამბები
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირთა საკითხებზე კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის და ბლოგერებისთვის "შშმ პირთა ისტორიების კონკურსი" გამოაცხადა. კონკურსის დეტალებზე საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტმა, შშმ პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"გილოცავთ, 14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა! ვირუსმა გარკვეულწილად შეცვალა ჩვენი გეგმები ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები წლებია ახორციელებენ პროექტებს შშმ პირთა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, მსოფლიო მასშტაბით შშმ პირები კვლავ აწყდებიან პრობლემებს, თუმცა არის გარკვეული პროგრესიც. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შშმ პირებს მივცეთ შესაძლებლობა თავად შეაფასონ ქვეყანაში არსებული სიტუაცია და გამოგვიგზავნონ საკუთარი წარმატებისა თუ წარუმატებლობის ისტორიები. კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ ჟურნალისტებსაც და ბლოგერებსაც, რათა თავად აღმოაჩინონ და გააშუქონ შშმ პირთა შესახებ საინტერესო ისტორიები“, - თქვა პედრიდისმა.

შშმ პირთა ისტორიების კონკურსში 6 გამარჯვებული გამოვლინდება. აქედან, დაჯილდოვდება სამი ისტორიის გმირი და სამი პუბლიკაციის ავტორი. თითოეულ მონაწილეს შეუძლია წარადგინოს არაუმეტეს ერთი ისტორია, ან სიუჟეტი საქართველოში მცხოვრებ, ან ემიგრაციაში მყოფ შშმ პირთა შესახებ.

კონკურსისთვის განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება დღეიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით. გამარჯვებულები კი, სიმბოლურად, 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდებიან.

კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული ისტორიები დაიბეჭდება და გამოიცემა კრებულად, რომელიც გადაეცემა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს.

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა. 14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
გაეროს 75-ე გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის მიმართვას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი
ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ჭაქვინჯში ახალგაზრდა მეწარმეს შეხვდა, რომელსაც 13 ჰექტარზე თხილი მოჰყავს
ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რან გიდორი ეწვია და "მაშავის" ცენტრის მხარდაჭერით, გინეკოლოგიური და ქირურგიული ხელსაწყოები ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელთან,
კორონავირუსი
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. 59 წლის ქალი ბათუმიდან იყო გადაყვანილი.
ზუგდიდში კოვიდდადასტურებული ქალი უკვე მეორე დღეა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ელოდება. მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით,
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით ზუგდიდში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 673 პირის
საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 24 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.