ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ვაქცინაცია ისევ გადაიდო - სოხუმში არ იციან როდის მიიღებენ რუსულ პრეპარატს (ფოტო/აუდიო)
სოხუმში ჯერ არ იციან, თუ როდის მიიღებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას. მანამდე, პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რამდენჯერმე დააანონსა ვაქცინაციის დაწყების თარიღი. "ჩვენ ველოდებით, რომ ეს იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში მოხდება. გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ამ პროცესს, სავარაუდოდ, უკვე თებერვალში დავიწყებთ და ასე, ეტაპობრივად გავაგრძელებთ ჩვენი საჭიროებების საბოლოო რეალიზაციამდე, ანუ, ის, რაზეც სექტემბერში ვსაუბრობდით, დღესაც აქტუალურია და თებერვალში განხორციელდება", - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

იმის შესახებ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას, "სპუტნიკ ვ"-ს აფხაზეთში ჰუმანიტარული დახმარების სახით ელოდებიან მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამაც განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და პრეპარატის შემოტანა თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში იგეგმება.

"რამდენადაც ვიცი, პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს დროში მივიღებთ ვაქცინას. სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახური ვაქცინაციის შესაბამის გრაფიკს ამზადებს. პირველ რიგში ვაქცინაცია მედიკოსებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა ორგანიზაციებს ჩაუტარდებათ", - აღნიშნა მან.

მარტის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ რუსული ვაქცინის შემოტანის თარიღთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ აქვთ.

ამავე დროს, რესპუბლიკაში შეზღუდვების უმრავლესობა მოხსნილია. მუშაობენ სკოლები, ბაღები, კულტურის დაწესებულებები, რესტორნები, თუმცა, ნიღბების ტარების რეჟიმს მოსახლეობა ნაკლებად იცავს. ჯერჯერობით, ისევ აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები, - ქორწილები და სპორტული ღონისძიებები, თუმცა, სარიტუალო ღონისძიებები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ტარდება.  

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ეპიდემიის მეორე ტალღა აფხაზეთში, სპეციალისტებს ჯერჯერობით პასუხი არა აქვთ, თუმცა, ოპერატიული შტაბის მონაცემებით, სკოლების და საბავშვო ბაღების გახსნის შემდეგ, კორონავირუსის შემთხვევების მატება არ ფიქსირდება.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული, დაახლოებით, 200 კვლევიდან კორონავირუსით ინფიცირების 15-25 შემთხვევა დასტურდება, თუმცა, ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჯერჯერობით არ იცვლება, ყოველ დღე 1 ან 2 შემთხვევა ფიქსირდება.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.