ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
მწყრის ფერმა აფხაზეთში - ბიზნესი პანდემიისა და ენერგოკრიზისის პირობებში

დენის სოლომკო აფხაზეთში უმსხვილესი მწყრის ფერმის "ხარა ხაჩას" ხელმძღვანელია. ოჯახის მიერ რამდენიმე წლის წინ წამოწყებული საქმე, ბიზნესად აქცია, რომელსაც

უკვე რამდენიმე წელია ავითარებს. საწარმო არც პანდემიის დროს გაჩერებულა, როგორც მეწარმე ამბობს, მწყრის მოშენება - მოვლის და  წარმოებისათვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ახლაც განაგრძობენ.

 

"პრაქტიკულად ამ ტიპის ფერმისთვის საჭირო თითქმის ყველა პროცესი ავტომატიზირებულია, შესაბამისი მიკროკლიმატის შექმნის ჩათვლით, ერთდერთი, რასაც ჯერჯერობით ხელით ვაკეთებთ, საკვების მიწოდებაა, ისიც იმიტომ, რომ ძალიან პატარა ფართობის გამო სხვა ვერაფერი მოვიფიქრეთ", - ამბობს სოლომკო.  

მეწარმის ინფორმაციით, ფერმას წელიწადში 50-დან 70 ათასამდე ფრთის და 3 ათასამდე კვერცხის წარმოების პოტენციალი აქვს, თუმცა, ამ მასშტაბებზე ჯერჯერობით ვერ გადიან, რადგან გასაღების ბაზარი არც თუ ისე დიდია. მიუხედავად მათ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნისა, ჯერჯერობით იმპორტირებულ ანალოგს ვერ უწევენ კონკურენციას. წარმოების მასშტაბებიდან გამომდინარე ისინი თავის პროდუქციას მომხმარებლებს უფრო დაბალ ფასად სთავაზობენ. "ჩვენი მაღაზიები, ასევე სუპერმარკეტების ქსელები, ძალიან ხშირად, სწორედ ამ მოგებაზე მუშაობენ, ამ სხვაობის გათვალისწინებით, შესაბამისად, იმპორტთან ბრძოლა ყველაზე რთულია", - განმარტავს ის. 

დენის სოლომკოს თქმით, ისინი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებენ, რადგან საწარმოში ქარხნული წარმოების, ქიმიური მინარევებით გაჯერებულ საკვებს არ იყენებენ. "საიდუმლო სწორედ პროპორციებშია - სიმინდი, ხორბალი, კოპტონი, ქერი, ბარდა, სოიოს შროტი, შვრია, ცარცი, ძვლისა და ნიჟარის ფქვილი, საფუარი, ვიტამინის დანამატები, მარილი, ლუცერნის თესლი ...", - ამბობს მეწარმე.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში ფერმა მწყრის საკვების მიწოდებასთან დაკავშირებულ სირთულეებს წააწყდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მეურნეობის შემცირებასაც ფიქრობდნენ, რადგან საკვების ინგრედიენტებიდან, მხოლოდ ერთი - თევზის ფქვილი მზადდება აფხაზეთში, დანარჩენი კი რუსეთიდან შემოაქვთ.

გარდა ამისა, დიდ პრობლემად იქცა ელექტროენერგიაზე დაწესებული შეზღუდვები, იყო შემთხვევა, როდესაც მეწარმეს 2500 კვერცხის გადაყრა მოუხდა, რადგან არასაკმარისი ძაბვის გამო ინკუბატორებში შესაბამისი ტემპერატურა ვერ შეინარჩუნეს. "ფაქტობრივად, ერთ-ერთი ინკუბატორის აგრეგატი, რომელიც დაახლოებით ასი ათასი ღირს, მწყობრიდან გამოვიდა, ე.წ. ტვინი ანუ ინკუბატორის მართვის ბლოკი მიკროსქემას წარმოადგენს, შესაძლოა არა ტელეფონის დონეზე, მაგრამ, თუკი მას დღეში რამდენჯერმე, ჩავრთავთ და გამოვრთავთ, უბრალოდ - გადაიწვება. ახლა მისი გამოცვლის საკითხი დგას, რადგან შეკეთებას უკვე აზრი არ აქვს, სადღაც 5 - ჯერ მაინც შევაკეთეთ, შევიძინეთ გენერატორი, რაც 50 ათასი დაჯდა", - ყვება მეწარმე.

მისი თქმით, საკითხი ამ ეტაპზე მოგვარებულია, მაგრამ დენის პერიოდულად გათიშვა და ჩართვა აზიანებს დანადგარებს, შედეგად კი ზარალდება საწარმო.

დენის სოლომკო აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს პროდუქციის რეალიზაციის მიზნით, ასევე მზად არის საკუთარი გამოცდილება დამწყებ მეწარმეებს გაუზიაროს.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.











 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.