ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ვაქცინაცია აფხაზეთში და "ნატვრის ხეებზე" გამობმული პირბადეები (ფოტო/აუდიო)

აფხაზეთში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 150 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის მსურველები წინასწარ რეგისტრირდებიან. მეტწილად, ისინი სხვადასხვა ორგანიზაციის 60 წელს ზემოთ

ასაკის თანამშრომლები არიან, რომლებიც პანდემიის გამო დროებით გაათავისუფლეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან.

"ახლა ურთიერთობა შეზღუდული გვაქვს ასაკის გამო, ბევრი ჩვენი თანამშრომელი არ დადის სამსახურში, იმიტომ, რომ ეშინიათ დაინფიცირების, მკურნალობა ძალიან რთულია, დაავადების შედეგებიც, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ეს ყველაფერი", - ამბობს სოხუმელი ქალი, რომელმაც ვაქცინაციის სურვილი გამოთქვა. 
სოხუმის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის თანამშრომელი, სანამ ვაქცინებს აფხაზეთში ჩამოიტანდნენ, რუსეთშიც კი გეგმავდა წასვლა ასაცრელად. ახლა, უკვე ადგილზე გაიკეთებს ვაქცინას.

"კი, ჩემი სურვილი იყო, რუსეთშიც კი ვაპირებდი წასვლას, იმიტომ რომ, ჩემს თავს და გარშემომყოფებს მინდა გავუფრთხილდე", - ამბობს ხანდაზმული ქალი. აფხაზეთში ტურისტული სეზონის დაწყება კიდევ ერთი არგუმენტია, რის გამოც ბევრმა ვაქცინის გაკეთება გადაწყვიტა. მოქალაქეები შიშობენ, რომ დამსვენებლების ნაკადის ზრდასთან ერთად, ინფიცირების შემთხვევებიც მოიმატებს. მით უმეტეს, რომ მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა და რეკომენდაციებისა, არც ადგილობრივები და არც ტურისტები, პირბადეს თითქმის არ ატარებენ.

"პირბადეების რეჟიმს არავინ იცავს, ადამიანები მშვიდად დადიან პირბადეების გარეშე, ახლა მოგზაურობის დროს, ტურისტები პირბადეებს კიდებენ ხიდებზე და იმ ადგილებში, სადაც სურვილებს ჩაიფიქრებენ ხოლმე, 2021 წელს სურვილს ჩაიფიქრებენ და ნატვრის ხეზე და სხვა ადგილებში პირბადეებს გამოაბამენ ხოლმე", - ყვება ტურისტული გიდი ვიქტორია.


ტურისტულ სფეროში მუშაობის მიუხედავად, ვიქტორია ვაქცინის გაკეთებას არ გეგმავს, რადგან რუსულ პრეპარატს "სპუტნიკ ვ"-ს არ ენდობა. "არ გავიკეთე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა, მე წინააღმდეგი ვარ ვაქცინაციის, აი, სადმე ამერიკაში რომ ვცხოვრობდე და ვაქცინაც "სპუტნიკი" რომ არ იყოს, მაშინ დავფიქრდებოდი ალბათ, თუმცა ახლა არა, არ ვაპირებ და არ გავიკეთებ“, - ამბობს ვიქტორია.

ასეთი ატმოსფერო ტურისტებსაც მოსწონთ. მათი თქმით, აფხაზეთში საერთოდ არ იგრძნობა, რომ პანდემიაა, თითქოს არც არასოდეს ყოფილა კორონავირუსი.

"შეზღუდვები, სინამდვილეში, საერთოდ არ მიგვრძვნია, პირბადეების რეჟიმი პრაქტიკულად არ მოქმედებს, ყველა ექსკურსია ხელმისაწვდომია, ისედაც არაჩვეულებრივად ვისვენებთ. მართალი გითხრათ, არც ველოდი ამას", - ამბობს რუსი ტურისტი.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი აფხაზეთში 13 მაისს შემსუბუქდა, ვაქცინაციის კამპანია კი 11 მაისს დაიწყო.
რუსული კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის "სპუტნიკ V" - ის პირველი პარტია,  მოსკოვიდან სოხუმში 30 აპრილს ჩაიტანეს.



მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.