ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სთრით არტი პანდემიისას - ქუჩის ხელოვნება თუ სამოქალაქო აქტივიზმი (ფოტო/აუდიო)
მიუხედავად იმისა, რომ სთრით-არტი, ჩვენს რეგიონსა თუ ქალაქებში შედარებით ახალი მოვლენაა, ამ ბოლო დროს რომელიმე კედელზე, ქუჩაში, ხიდზე ან სხვა ობიექტზე გაჩენილი გრაფიტი, მურალი თუ სტენსილი უკვე არ იწვევს მოსახლეობის გაღიზიანებას და არ აღიქმება ვანდალიზმად. ამ ურბანული ხელოვნებას დღეს წარმოადგენენ, როგორც პროფესიონალები, ისე მოყვარული მხატვრებიც, რომლებიც თავის "უნიკალურ ნიშანს" ტოვებენ ქალაქური ლანდშაფტის სხვადასხვა მონაკვეთზე. მთავარი, ამ შემთხვევაში, არა ამ სივრცის "მითვისება", არამედ, მაყურებლის დიალოგში შემოყვანაა.



სოხუმი

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, სოხუმში სულ უფრი ხშირად იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, მათ შორის გამოფენებიც. ამჯერად, ქალაქის მცხოვრებლებს ახალი სანახაობა დახვდათ - ცენტრალურ ნაწილში მდებარე კედელზე ნართების ეპოსის ამსახველი გრაფიტი. მასზე აფხაზმა და რუსმა მხატვრებმა იმუშავეს, იდეა კი სოხუმელ არტისტს, ეკატერინა გუსკოვას ეკუთვნის. როგორც ის ამბობს, ადგილიც საგანგებოდ შეარჩიეს. "ეს სიუჟეტი შევარჩიეთ, რადგან არ გვინდოდა პუბლიკის შოკირება სტილიზებული სთრით არტით, და გადავწყვიტეთ რაღაც უფრო რბილი, კლასიკური თემის აღება. პროექტი ქალაქის მთავარ მხატვართან თემურ კაიტანთან ერთად დავიწყეთ და ნართების ეპოსის თემაზე მუშაობა გადავწყვიტეთ. მან შემომთავაზა, ძმებ ბელეცკების ნახატების გამოყენება, ომამდე, მათი ნამუშევრები ქალაქის მე-10 სკოლის კედლებს ამშვენებდა", - ყვება მხატვარი.

მისი თქმით, ორ კვარტალზე გადაჭიმული მოსაწყენი თეთრი კედლების მოხატვის იდეა, რომელიც უკაცრიელ ტერიტორიას ემიჯნება, სახელოვნებო ფესტივალ "ტავრიდაზე" გაჩნდა, სადაც მან მოსკოველი სთრით-არტ მხატვრები გაიცნო. ერთ-ერთი მათგანი, ალექსანდრე მიცელინი მაშინათვე გამოეხმაურა მის წინადადებას, ჩასულიყო აფხაზეთში და იქ ემუშავა. რუსი ხელოვანისთვის ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება გამოდგა.  "20 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული, მთელი რუსეთი მოვიარეთ, სთრით-არტს ჩრდილოეთ პოლუსზეც ვქმნიდი, რუსეთის და ევროპის ქალაქები მოვიარეთ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, რომ ეს არ იყოს უსარგებლო ლაქები ქალაქში, მეორე მხრივ, ეს მთელი კულტურაა, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება და მისი წარმოდგენა საჭიროა ძალიან დოზირებულად და პროფესიონალურად, საჭიროა იმის ჩვენება, რომ ეს კულტურა არსებობს და ის მნიშვნელოვანია, თუმცა გადაჭარბება არ შეიძლება. აი, ეს კონტენტი, რაც არის, არ უნდა იყოს ტოქსიური, ის უნდა იყოს ყველასათვის გასაგები, ნეგატივი რომ არ გამოიწვიოს", - ამბობს მხატვარი.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კედელზე გრაფიტის განთავსებას სოხუმის ადმინისტრაციამ დაუჭირა მხარი, ესკიზების შერჩევაში მერიც ჩაერთო. 

რუსი მხატვრის მაქს გოშკო-დანკოვის თქმით, სთრით-არტს აფხაზეთში დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან აქ ბევრია ობიექტი, რომლის ამ მიზნით გამოყენება შეიძლება. "თქვენ გაქვთ ის, რაც არ გვაქვს ჩვენ, ჩვენთან ყველაფერი შეზღუდულია საკონონმდებლო ნორმებით, ჩვენ არ შეგვიძლია ავდგეთ და ვაკეთოთ ქუჩებში ის, რაც გვსურს... ნებისმიერი ასეთი გასვლა რაღაცით უნდა გავამართლოთ. სოხუმსა და აფხაზეთში ამისთვის უამრავი ადგილი არსებობს, რომელთა ძალიან მაგარ არტ კლასტერებად გადაქცევა შეიძლება, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მხატვრების მოწვევა. ვფიქრობ, რომ აქ სიამოვნებით ჩამოვლენ ადამიანები, ძალიან ბევრი პლიუსი არსებობს. ჰავა, ადამიანები და ადგილი... და ეს აქცევს ამ ადგილს მიზიდულობის წერტილად იმ ადამიანებისთვის, რომელთა გულებში ხელოვნება პოულობს გამოხმაურებას", - ფიქრობს გოშკო-დანკოვი.  

მხატვრების ერთობლივი ინიციატივა სოხუმის მცხოვრებლების ნაწილსაც მოეწონა და ქუჩის ხელოვნების ამ მიმართულების განვითარების სურვილიც გამოთქვეს. "ამას სასიკეთო ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება, რადგან ჩვენ უნდა გავალამაზოთ ქალაქი... ჩნდება მწვანე ნარგავები, ნეონის სარეკლამო განათებები... მაგრამ, ეს არაა, ის რაც გვჭირდება, ჩვენ კი ხელოვნება გვჭირდება", - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ახალგაზრდამ.

სამომავლოდ მხატვრები სოხუმში კიდევ ორი კედლის მოხატვას გეგმავენ, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ პარკშია განთავსებული, თუმცა, ამჯერად დისნეის მულტფილმების თემატიკას აირჩევენ, რაც ბავშვებში პოზიტიურ ემოციებს გამოიწვევს.


ზუგდიდი


თავისი სათქმელის ადრესატების ფართო წრემდე მიტანის სურვილმა მიიყვანა ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტი და ქუჩის მხატვარი როსტომ ზარანდია სთრით-არტამდე.

"მთავარია სათქმელი ვილაპარაკო და როცა მე რაღაცას დავხატავ კედელზე, ვიღაცას ყოველთვის ფიქრის საგანს გავუჩენ და ახალი სინოფსისები გაჩნდება მის თავში", - ამბობს ქუჩის მხატვარი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლებას და შემოქმედებაში ჩაურევლობას, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში ჩვენთანაც არსებობს "ლეგალური" და "არალეგალური" კედლები და ქუჩის მხატვრებს ასეთი ნახატისთვის შეიძლება ჯარიმაც დაეკისროს. თუმცა, როგორც როსტომი ამბობს, მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქალაქის სივრცეების დამოუკიდებელი დამპყრობლების რეპუტაციის შენარჩუნება, საკუთარი გრაფიკული თეგების განთავსების ხარჯზე. ამიტომ, მეტწილად ღამით ხატავს და არა მარტო კედლებზე, ქუჩებსა თუ ხიდებზე.

"მაგალითად ანაფორიანი ნიანგი რომ დავხატე, 1 საათში წაშალეს, ზოგადად ჩემს ნახატებს შლიან სწრაფად... 4 წუთში დავხატე ეგ ანაფორიანი ნიანგი... ერთხელ პარკში ვნახე სვასტიკა მიხატული და გადავაკეთე, უცებ რაც ნახატი მომაფიქრდა, იმ სვასტიკის გავლენით დინოზავრად. რა შუაშია დინოზავრი სვასტიკის დასაფარად? ინტერნეტი დინოზავრიკთან დავაკავშირე და იქვე კაქტუსი და wi fi მივაწერე, იმიტომ, რომ პარკში wi-fi არ იყო და გამოვიდა ეგეთი ცალკე პროტესტი. უბრალოდ პროტესტი იყო, რომ სვასტიკა დამეფარა და გამოვიდა პარკში ვაი ფაი უნდა გაეკეთებინათ",  - ყვება სამოქალაქო აქტივისტი.

სხვადასხვა ტექნიკაში მუშაობს და ხატავს არა მარტო კედლებზე, ქუჩაზე თუ ხიდზე, ერთხელ, ნაგვის ურნაც კი მოხატა, რომელზეც სპანჯბობი გამოსახა, რითაც ნაგავსაყრელებთან არსებული ანტისანიტარია გააპროტესტა.

სამოქალაქო აქტივისტი თქმით, მისთვის ყოველთვის მიმდინარე მოვლენები წარმოადგენენ ტრიგერს, ეს არის, ის, რაც ამოძრავებს და რაზეც უმალვე რეაგირებს - მიუსაფარი ცხოველების პრობლემები, 20 ივნისის მოვლენები თუ კომენდანტის საათი, რომელიც პროტესტის ნიშნად დაარღვია. იმ ღამეს პეპელა დახატა, რომლის ფონზეც ახლა გამვლელები ფოტოებს​ სიამოვნებით იღებენ. ხატავს იმ საღებავებით და იყენებს იმ საშუალებებს, რაც იმ წუთში ხელთ აქვს.

"ჩვენთან საღებავები ღირს ძვირი და რეგიონებში არც იყიდება ფლეიმები, თავები რო ეცვლება, მე ყველანაირი საღებავებით ვხატავ, რაც კი მომიხერხდება, უფრო იაფფასიანი ბალონებით", - ამბობს ქუჩის მხატვარი. 

მისი თქმით, ხდება ისეც, რომ მუნიციპალიტეტი გამოუყოფს კედელს და სთავაზობს წინასწარ შეთანხმებული ესკიზით დაამზადოს ნახატი, თუმცა, ამ შემთხვევაში, პირობებს დამკვეთი კარნახობს, მხატვარი კი თავისუფლებას კარგავს.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.









Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას მოხმარდება.
გიგა ოთხოზორიას დღეს 36 წელის შეუსრულდებოდა. სოფელ ხურჩაში ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული ოთხოზორიას საფლავი დღეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე კაკავამ მხარის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, ნინო ვიბლიანთან ერთად 2021-2022 წლის მერის სტიპენდიანტებს სერთიფიკატები გადასცა.
კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 219 ახალი დადასტურებული შემთხვევა, მათგან სამეგრელო - ზემო სვანეთში 339.
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 836 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 226 ახალი შემთხვევა.
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ადრეულად გარდაცვლილი მეტყევის "სანდრო ურუშაძის პრემია 2021" ხობელ ბუნების დამცველს, სანდრო ნარსიას გადასცა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღებსა და როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება,
ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის უჩივლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
დღის სიახლეები
21 / ოქტომბერი 2021
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონალური მთავარი სამმართველოს უფროსი, რუსლან შამახიას ინფორმაციით,
21 / ოქტომბერი 2021
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობასთან ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები შეიკრიბნენ და განცხადება გააკეთეს.
21 / ოქტომბერი 2021
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას მოხმარდება.
გემრიელი ისტორიები
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.