"გუმა არტ-სთეიშენ" პროექტის კურატორის, შარიდა ტუჟბას თქმით, ძველი შენობის ჭერქვეშ ფუდკორტისა და საგამოფენო დარბაზის მოწყობამდე, ეს ადგილი ნაგავსაყრელს უფრო ჰგავდა.
"დღეს რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე შეიძლება ფილმი ან გამოფენა ნახო, ჭამო კიდეც, ამ ტიპის სივრცის გახსნის იდეა პანდემიის დროს გაგვიჩნდა, როდესაც კაფე-რესტორნები და საგამოფენო დარბაზები დაიხურა. გუმამ გააერთიანა ეს ყველაფერი ერთ სივრცეში, მხოლოდ ღია ცის ქვეშ, როგორც ამას სანიტარული ნორმები ითხოვს პანდემიის დროს. აქ უკვე ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება, თუმცა ორგანიზატორებს დიდი გეგმები აქვთ", - ამბობს ტუჟბა.
ჯერჯერობით, მოქალაქეებს ამ სივრცეში გემრიელი ყავა, შაურმა, კოქტეილი და საინტერესო ადამიანებისა თუ სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ლექციები იზიდავენ.
სიახლეების შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებლები ინსტაგრამის გვერდზე ეცნობიან.
"აქვე ტარდება ლექციები სხვადასხვა საინტერესო თემაზე, მე მაგალითად, ინსტაგრამს ვადევნებ თვალს, რომ არცერთი ასეთი ღონისძიება არ გამომრჩეს", - ამბობს ახალგაზრდა ქალი.
ისინი თვლიან, რომ ამ ეტაპზე სადგურის ტერიტორიის დაქირავება აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საშუალებაა.
"ეს მიმზიდველი ადგილია, სუფთა და ლამაზი, აქ ამოდიან ფოტოების გადასაღებად, ჩვენი ამოცანაა, აქაურობა შევინარჩუნოთ. სამწუხაროდ, ახლა ჩვენთვის უჩვეულოა სტალინის ამპირის არქიტექტურული სტილის ნაგებობა", - ამბობს პლატფორმა "გუმას" საინიციატივო ჯგუფის წევრი.
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.


მასალის გამოყენების პირობები