ახალი ამბები
დღეიდან ზუგდიდსა და სხვა დიდ ქალაქებში 22:00-დან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება
დღეიდან, 9 ნოემბრიდან შევა ძალაში საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, გორსა და თბილისში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, მოქალაქეებს, რომლებსაც 22:00 საათიდან აუცილებლობის შემთხვევაში გადაუდებელი გადაადგილება მოუწევთ, ცხელ ხაზზე დარეკვით, დროებითი საშვის მიღება შეეძლებათ.

„გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებითვის ერთჯერადი, დროებითი საშვის მიღება 1441- ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს, 18.00 საათიდან“,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ 7 ნოემბერს მიიღო. შეზღუდვა ვრცელდება, როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს მეორე ტურზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რომლითაც ასოციაციის წევრი ფერმერებისათვის იქმნება ახალი შესაძლებლობები. 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
კორონავირუსი
ზუგდიდში, ფოთსა და ქვეყნის კიდევ 6 დიდ ქალაქში ხვალიდან ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათ შორის, სამარშრუტო ტაქსებს მგზავრების გადაყვანა ეკრძალებათ.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევა,
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის და ასევე ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, რომ „70 წელს ზემოთ ადამიანები დარჩნენ სახლში“. გიორგი გახარია ამბობს,
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუფსიდირებს. მისივე თქმით, მთავრობა ამისთვის, დაახლოებით, 10 მილიონ ლარს დახარჯავს.
28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ია ბიგვავა პატრულ-ინსპექტორს თენგიზ ყოლბაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების არამიზნობრივ გამოყენებაში ადანაშაულებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ნოემბერი 2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუფსიდირებს. მისივე თქმით, მთავრობა ამისთვის, დაახლოებით, 10 მილიონ ლარს დახარჯავს.
27 / ნოემბერი 2020
„საქართველოს რკინიგზა“  მგზავრთა გადაყვანის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მოქალაქეებმა სალაროებში წინასწარ შეძენილი ბილეთები დღეს უნდა დააბრუნონ.
27 / ნოემბერი 2020
ზუგდიდში, ფოთსა და ქვეყნის კიდევ 6 დიდ ქალაქში ხვალიდან ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათ შორის, სამარშრუტო ტაქსებს მგზავრების გადაყვანა ეკრძალებათ.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 5 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია -4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.