საქართველოში ავსტრიის ელჩმა თომას მიულმანმა ზუგდიდში სტუმრობისას, რადიო "ათინათს" ინტერვიუ მისცა.
მან სამეგრელო-ზემო სვანეთში თავისი ამჟამინდელი ვიზიტის მიზნებზე, საქართველო-ავსტრიას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მათი განვითარების პოტენციალზე ისაუბრა, ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით ავსტრიის საელჩოს მიერ ქვეყანასა და რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე და მათი განვითარების პერსპექტივებზე; ომში მყოფი უკრაინისთვის კოლექტიური დასავლეთის მხარდაჭერაზე და ამ თვალსაზრისით, უპრეცედენტო ერთსულოვნებაზე; ჩვენთან საუბრისას, ელჩმა გამოთქვა მოსაზრება, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს შანსებზე ევროკავშირის მხრიდან ხელისუფლების მიმართ გამოთქმული შენიშვნების ფონზე; რეგიონული მედიაზე და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე.
მოსკოვი გააგრძელებს სოხუმისთვის სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებაში დახმარებას, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან შეხვედრაზე განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ახსარ ჯიოევთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობის 3 შემთხვევა აღირიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების ვებ გვერდზე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები