დღევანდელ გადაცემაში საუბარია იმ უნიკალური საგანძურის შესახებ ,რომელიც ზუგდიდის მუზეუმს პრინც ვიქტორ დადიანმა დაუბრუნა.
პრინცი ცხოვრობს და მოღვაწეობს ავსტრალიაში - სიდნეიში. ზუგდიდში ის თავის შესანიშნავ ოჯახთან ერთად 2010 წელს იყო ფრიად საპატიო მისიით, საჩუქრად ჩამოიტანა, სამეგრელოს დედოფლის, ნინო ბაგრატიონ-დადიანის პორტრეტი. ფერწერული ტილო , რომელიც მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან დაკარგულად ითვლებოდა.
გადაცემას უძღვება დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა.
რადიო
,,ათინათის'' და
ზუგდიდის ისტორიულ - არქიტექტურული მუზუმის ერთობლივი გადაცემა
,,დადიანების სასახლეთა საგანძური''.
მასალის გამოყენების პირობები