სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგონების ოჯახი და ახლობლები შესაბამის უწყებას სთხოვენ 
სახლის დაწვასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება შეწყდეს.     
მათი თქმით, ეს იყო მოსახლეობის პროტესტი და სოფელში
 მოძალადე მამა-შვილის ოჯახის დაბრუნებას არასოდეს დაუშვებენ.
"მოთხოვნა გვაქვს ყველას ერთი, რომ უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები. უვადო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ, ისინი ციხიდან არ უნდა გამოვიდნენ. სოფლის მოთხოვნაა, რომ შეწყდეს სახლის გადაწვაზე გამოძიება," - ამბობს დაზარალებულების მამიდა.
ინფორმაციისთვის, 
გამოძიების ვერსიით, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 8 წლის გოგონას მამა-შვილი 2 წლის განმავლობაში აუპატიურებდა. ამავე ცნობით, დაკავებულიდან ერთ-ერთმა  2018 წელს 9 წლის გოგონას მიმართაც განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება. დაზარალებული გოგონები დები არიან და ისინი ბრალდებულების მეზობლად ცხოვრობენ.
მომხდარზე საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 15 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.			
მასალის გამოყენების პირობები