ახალი ამბები
კონცერტებსა და ფესტივალებზე დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი
ხვალიდან,  საქართველოში კოვიდსიტუაციის გამო დაწესებული რამდენიმე შეზღუდვა იხსნება. კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, კონცერტებზე დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.

„იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ასევე, 6 ოქტომბრიდან კვების ობიექტები მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 12 აგვისტოდან სრულად იყო შეზღუდული ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების გამართვა. რესტორნები კი დღემდე 22 საათამდე მუშაობდნენ.





Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნების სერიის "ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრების" პირველი წიგნის "კაჟანდიი ქერქუუს არიკის" პრეზენტაცია გაიმართა.
ქალთა ფონდი „სოხუმმა“ ახალი მონიტორინგის ანგარიში - „ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების ეფექტიანობის შეფასება და არსებული გამოწვევები“ გამოაქვეყნა.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

საზოგადოება
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "f 5" განახლდა. ფესტივალის პირველი სტუმარი მოდერატორთან ერთად მწერალი ნენე კვინიკაძეა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონკურსის
"საქართველოს მუზეუმელთა ალიანსის" პირველ ყრილობაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, ქართულ სამუზეუმო ისტორიაში პირველად, 3 "საუკეთესო მუზეუმელი" გამოავლინეს,
დილის ჩართვა
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.