ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა (ვიდეო)
14:16 / 25.09.2016
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა ზუგდიდის
რაიონული სასამართლოს შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათ
სოფელ უჩაშონას გამგებლის ცემაში
ბრალდებულ ნიკა ჭურღულიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი
განაჩენი, რომელიც აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 ათასი ლარის ოდენობის
გირაოს გადახდას გულისხმობს, გააპროტესტეს. მათი თქმით, მოსამართლემ
არაობიექტურად იმსჯელა და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.
"ეს არ არის ერთი ნიკა ჭურღულიას მიმართ გამოტანილი უსამართლო
გადაწყვეტილება, ეს არის გზავნილი საზოგადოებისადმი, რომელსაც აქვს
განსხვავებული მოსაზრება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში არ
იყოს განსხვავებული აზრი და ადამიანებს არ შეეძლოთ აზრის თავისუფლად
გამოხატვა", - აღნიშნა "ენმ"-ის ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატმა მამუკა ჭოხონელიძემ.
ცნობისთვის, სოფელ უჩაშონას გამგებლის ბეჟან ჭურღულიასა და ნიკა
ჭურღულიას შორის ინციდენტი 16 სექტემბერს მოხდა. ნიკა ჭურღულიას ბრალი
სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს.
სოფლის გამგებლის მტკიცებით, მას სცემეს, რასაც ბრალდებული უარყოფს და
აცხადებს, რომ მათ შორის მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა
ადგილი. "ენმ"-ის წევრების მტკიცებით, აღნიშნულის მიზეზი პოლიტიკური
უთანხმოება იყო.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები