GEMFest-დან წუხელ ზუგდიდის საავადმყოფოში 6 ადამიანი შემოიყვანეს (ვიდეო)
08:45 / 05.08.2017
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში GEMFest-დან წუხელ 6 ადამიანი უგონო
მდგომარეობაში გადმოიყვანეს.
საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის თქმით,
ანაკლიის ტერიტორიიდან პაციენტები დაუზუსტებელი ნივთიერების ტოქსიური
ეფექტის დიაგნოზით შემოიყვანეს.
„ 4 მათგანი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის
აპარატზეა შეერთებული. მათი მდგომარეობა დინამიკაში არის
გაუმჯობესებული. მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. რა
ნივთიერებაზეა საუბარი, ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ“, -
უთხრა ჟურნალისტებს სულხან ორჟონიამ.
რაც შეეხება მართვით სუნქვაზე მყოფ 29 წლის მამაკაცს, ორჟონიას
ცნობით, მისი ჯანრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ტოქსიკოლოგიურ
განყოფილებაშია გადაყვანილი.
მისივე ინფორმაციით, გასული ორი ღამის განმავლობაში ანაკლიიდან ერთი
და იმავე დიაგნოზით რეფერალურ საავადმყოფოში 8 ადამიანი მოათავსეს,
მათგან ერთი, 22 წლის გოგონა გარდაიცვალა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები