ახალი ამბები
საავადმყოფოდან გადმოვარდნილი ბავშვი ქუთაისში გადაიყვანეს (ვიდეო)
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანი ბავშვი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

საავადმყოფოს ეზოში დაშავებულის ახლობლები იმყოფებოდნენ.

„არაფერი არ ვიცით, გარდა იმისა, რომ მეოთხე სართულიდან გადავარდა. მადლობა სამედიცინო პერსონალს და მადლობა უფალს, რომ ბავშვი ცოცხალია. ჯერჯერობით, ქუთაისში გადაჰყავთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - უთხრა ჟურნალისტებს ბავშვის დეიდამ მაია მიქავამ.

კატასტროფის მედიცინის პედიატრიული ცენტრის მენეჯერის მაკა მალანიას ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„ქალა-ტვინის და გულ-მკერდის დახურული ტრამვები აღენიშნება. ასევე, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და მარჯვენა წვივის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები. ბავშვთა რეანიმაცია ესაჭიროება“, - აღნიშნა მალანიამ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან მცირეწლოვანი ბავშვი დღეს დილით გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, ის ჰოსპიტალში ფილტვების ანთების დიაგნოზით  მკურნალობდა. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე საქმე სს კოდექსის 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ექიმი: მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა (ვიდეო}

ზუგდიდის საავადმყოფოდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.