ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლების
მცხოვრებლები დავალიანების დაფარვას ითხოვენ. მათი
თქმით, ეზოში მოწყობილი წყალსაქაჩისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის
დარიცხული საფასურის 20 000 ლარის გამო მათ წყალი ერთი კვირა არ
მიეწოდებოდათ. მათთვის გაუგებარია, რატომ არ მოსდით ქვითარი
ყოველთვიურად, როგორც ეს დენისა და გაზის გადასახადის შემთხვევაში
ხდება. დევნილების განმარტებით, მათ აღნიშნული დავალიანების გადახდის
საშუალება არ აქვთ.
„ხელზე რომ ვაგროვდებდით ამ ფულს და ვიხდიდით, რატომ არ მოდის
ქვითარი? ან რატომ აქამდე არ წამოგვიყენეს ასეთი ულტიმატუმი? არც
ვიცით, საერთოდ, რაზეა საუბარი. არჩევნები დამთავრდა თუ არა,
რამდენიმე დღეში წყალი გამოგვირთეს. რაც აქ დავსახლდით, წყლის
პრობლემა სულ არის ამ დასახლებაში. გვითხრან, რაშია საქმე,
გაგვარკვიონ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა დევნილმა ინეზა ფარულავამ.
იძულებით გადაადგილებული პირები ასევე მოითხოვენ, რომ შესაბამისი
უწყებები მათი პრობლემით დაინტერესდნენ. თაბუკაშვილის ქუჩაზე
მცხოვრები რამდენიმე დევნილი უბნის მაჟორიტარ დეპუტატთან მამუკა
ყურაშვილთან ერთად აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა
სამმართველოს უფროსს მანუჩარ ჩილაჩავას შეხვდა.
თავის მხრივ, ჩილაჩავა ამბობს, რომ ინდივიდუალური ქვითრები
დევნილებთან არ მოდის, რადგან ობიექტი წყალკანალის ბალანსზე არ არის
აყვანილი. გარდა ამისა, მისივე თქმით, ჩასახლებაში წყლის მიწოდება
მხოლოდ გუშინ იყო შეფერხებული.
„გარკვეული შუამდგომლობების შედეგად, შეჩერებული იყო დავალიანების
გადახდის საკითხი. ჩვენი სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ
წყალკანალმა დევნილთა აღნიშნული ჩასახლება საკუთარ ბალანსზე
გადაიყვანოს. რატომ არ დასრულდა ამ დრომდე ეს პროცესი, ვერ
გიპასუხებთ, ჩვენს კომპეტენციას სცილდება“, - თქვა მან.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემის შესახებ დევნილთა
სამინისტროსა და უშუალოდ მინისტრისთვისაც ცნობილია და უწყება
წყალკანალთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„როგორც ვიცით, დევნილთა სამინისტრო ამზადებს დოკუმენტაციას,
შემდეგ,ეკონომიკის სამინისტროს ნებართვით გადმოგვეცემა ჩვენს
ბალანსზე. სამომავლოდ, ჭაბურღილების საჭიროება აღარ დადგება, რადგან
მთელს ზუგდიდში ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა იქნება“, - უთხრა
რადიო „ათინათს“ სიხარულიძემ.
ამ დროისთვის თაბუკაშვილის დევნილთა ჩასახლებაში წყლის მიწოდება
აღდგენილია.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები