ახალი ამბები
ზუგდიდის მერის მრჩეველთა ახალი საბჭოს შემადგენლობა
ზუგდიდის მერის სათათბირო ორგანო სამოქალაქო მრჩეველთა ახალი საბჭო პირველ სხდომაზე 27 ნოემბერს შეიკრიბა. სულ საბჭოს შემადგენლობაში 15 ზუგდიდელი შედის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ამომრჩევლები.

ახალი შემადგენლობის თავმჯდომარედ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცეტრის დირექტორი კახაბერ ფარცვანია, საბჭოს მდივნად კი არასამთავრობო ორგანიზაცია „ თანაზიარის“ დამფუძნებელი ხათუნა ბეჭვაია აირჩეს.



მათ გარდა შემადგენლობაში არიან:

ბულია ნინო - ამომრჩეველი

გვილია იროსლავ - დევნილთა პოლიკლინიკის ექიმი

დაგარგულია მამუკა - ამომრჩეველი

თოდუა არჩილ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ზუგდიდის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

მინჯორაია ეკა - ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი

ნაჭყებია მურმან - ,,საზოგადოება ზუგდიდელის” თავმჯდომარის პირველი მოადგილე

ფიფია ვაჟა- ამომრჩეველი

შელია გიორგი - შპს ,,ნოვაცია-2009“ დამფუძნებელი

შენგელია გიორგი - სს ,,თიბისი ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის N1-ის მმართველი

ჩემია მაია - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის ,,თანხმობა" - სამეგრელოს რეგიონის კორდინატორი

ხუფაცარია თეონა - ამომრჩეველი

ხუფენია თეონა - შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

კახა ჯიქია - ამომრჩეველი



მიმდინარე წლის მაისში ქალაქ ზუგდიდის მერის მრჩეველთა საბჭო რამდენიმე წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზად მათ ქალაქ ზუგდიდისა და მუნიციპალიტეტის მოსალოდნელი გაერთიანება და ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის ჩამორთმევა დაასახელეს.

საბჭო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და მერიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით 2015 წელს შეიქმნა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერია: მრჩეველთა საბჭოს გაწეული მუშაობისთვის მადლობას ვუხდით

ქალაქ ზუგდიდის მერის მრჩეველთა საბჭო 6-მა წევრმა დატოვა 

მრჩეველთა საბჭო ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას ეწინააღმდეგება

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.