ზუგდიდში 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის
მამის ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობის
გამომხატველი აქცია გაიმართა. თავდაპირველად აქციის მონაწილეები
ცენტრალურ ბულვარში შეიკრიბნენ.
მოგვიანებით კი პროკურატურასთან ორგანიზებული მსვლელობით
გადაინაცვლეს.
მათ ხელში შემდეგი შინაარსის ტრანსფარანტები ეჭირათ: „ხელს ნუ აფარებ
მკვლელს“, „აღსრულდეს სამართლიანობა“, „სოლიდარობა ზაზა სალარიძეს“,
„შემდეგი შეიძლება მე ვიყო“, „ნუ მომკლავ“ და სხვ.
დღევანდელი აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა და მასში ოპოზიციური
პარტიების, არასამთავრობოებისა და საზოგადოების წევრები
მონაწილეობდნენ.
აქცია აპოლიტიკური იყო და მის მონაწილეებს საერთო მოთხოვნა აქვთ. მათ
დათო სარალიძის მკვლელებისა და საქმესთან დაკავშირებული ყველა
პასუხისმგებელი პირის დასჯა მოითხოვეს.
თბილისში გასული წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნები
ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე მოკლეს. საქმეზე სასამართლომ
განაჩენი დღეს გამოიტანა, რომლის თანახმადაც ორი დაკავებულიდან
ერთ-ერთი დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, მეორე კი სარალიძის
განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სარალიძის მკვლელის ვინაობა
გამოძიებული არ არის. განაჩენის შემდეგ პროცესმა ქუჩაში გადაინაცვლა.
მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე ამტკიცებს, რომ მისი
შვილის მკვლელებს ხელს პროკურატურის მაღალჩინოსნები აფარებენ და
დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
ამავე საქმის გამო რამდენიმე წუთის წინ თანამდებობა დატოვა მთავარმა
პროკურორმა ირაკლი შოთაძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
ირაკლი კობახიძის თქმით კი, საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია
შეიქმება.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები