ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოში სარალიძის საკითხს ხმაური მოჰყვა (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულოში გასული წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით ხმაური იყო. სხდომაზე ეს თემა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ წამოჭრა. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ზაზა სარალიძის ტკივილისა და ოჯახის მიმართ სოლიდარულია, აქციამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო. მან გუშინ მომხდარი ფაქტი გაიხსენა, როცა აქციაზე მისულ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეებმა გამოსვლის საშუალება არ მისცეს.




„შვილმკვდარი მამა ითხოვდა მოესმინათ პრემიერისთვის და ეს არ გაითვალისწინეს, კუპრავა ბოთლების სროლისკენ მოუწოდებდა ხალხს. ჩვენი, ყველას მიზანია, რომ დადგინდეს სიმართლე და მე ძალიან მაინტერესებს, რა მოხდა. დიახ, იყო ხარვეზები და ისინი აუცილებლად გამოსწორდება. ამის გარანტია პრემიერი კვირიკაშვილი, მმართველი გუნდი და პირადად მეც. მე მივმართავ ბატონ ზაზა: თქვენი ტკივილი ჩემი ტკივილი და გასაჭირია, მაგრამ ნურავის მისცემთ იმის საშუალებას, რომ ოჯახის გაჭირვებით იმანიპულიროს. მე სოლიდარული ვარ თქვენ მიმართ და ვარ თქვენ გვერდით, მაგრამ არა მათ გვერდით, ვინც სიტყვის თქმის საშაულებას არ გაძლევენ. კარგად გადახედეთ, ვინ გიდგათ გვერდით, ვინც 9 წელი სხვისი შვილების გამწარებით იყო დაკავებული“, - აღნიშნა ფაცაციამ.

ამავე პოზიციაზეა საკრებულოს უმრავლესობის წევრები ნაწილი და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მან თქვა, რომ საზოგადოებრივ აღტკინებას იზიარებს და მიიჩნევს, რომ სიმართლე უნდა დადგინდეს. მეორე მხრივ, წოწერიამ აღნიშნა, რომ ის პირები, ვინც ზაზა სარალიძის გვერდით დგანან, მისთვის და მისი პოლიტიკური გუნდისთვის მიუღებელია.



„ადგილობრივი ხელისუფლება დგას სარალიძეების გვერდით და მოვითხოვთ ყველა ორგანოსგან ბოლომდე იყოს ეს საქმე მიყვანილი“, - თქვა მან.

„ქართული ოცნების“ წევრების აღნიშნულ მოსაზრებებს „გაუგონარი კომენტარი“ უწოდა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ საკუთარ წევრებს მოსთხოვოს კითხვებზე პასუხი, ზვიად კუპრავაზე აპელირებს. მისი შეფასებით, ამ განცხადებამ ცხადჰყო, რომ ხელისფლება ვერ აცნობიერებს დანაშაულის არსს.



„იმ ყველაფრის კუპრავას დონემდე დახურდავება, რაც ახლა ხდება, არასწორია. გუშინ ერთ დღეში სპონტანურად მისული საზოგადოება ითხოვდა სამართალს და უსამართლოდ დაჩაგრული ქართველი კაცის გვერდით იდგა. დიახ, კვირიკაშვილი, თუნდაც იმიტომ უნდა გადადგეს, რომ მხოლოდ გუშინ მოინდომა და მივიდა სარალიძესთან. ის რაც საკრებულოს ადგილობრივებმა ლიდერებმა თქვეს, არის გაუგონარი კომენტარი და მხოლოდ საკუთარი სკამების გადარჩენის სურვილი“, - თქვა შელიამ.

სხდომის ბოლოს მან დეპუტატებს მოუწოდა იმ აქციაზე გამოვიდნენ, რომელსაც სამოქალაქო სექტორი, სტუდენტები და მოქალაქეები ამ წუთებში ზუგდიდში, პროკურატურის წინ მართავენ, რის შემდეგაც უმრავლესობის რამდენიმე წევრმა აქციაზე გასვლის მზადყოფნაც გამოთქვა.


ამავე თემაზე:

შვილმკვდარი დედები ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე (ფოტო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.