ახალი ამბები
დევნილები სამმართველოსთან საპროტესტო აქციას მართავენ (ვიდეო)
სამეგრელო- ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს შენობასთან აფხაზეთიდან დევნილები არიან შეკრებილები. ისინი დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც მათ საცხოვრებელი ფართები ვერც ამჯერად ერგოთ.
ისინი სამმართველოს უფროსთან მანუჩარ ჩილაჩავასთან ითხოვენ შეხვედრას.

„ავარიულ შენობაში ვცხოვრობთ, მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველები ვართ. ასეთები ყოფილი სტამბის შენობაში მრავლად ვართ. გვპირდებიან, თუმცა, არავითარი შედეგია", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარინა ყოლბაიამ.



დევნილები აქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან და რამდენიმე კიომპაქტური ჩასახლებიდან არიან მოსულები. მათი ნაწილი ამბობს, რომ შენობები, სადაც ცხოვრობენ, ავარიულია, თუმცა ბინები მხოლოდ იქ მცხოვრები ოჯახების ნაწილმა მიიღო.

დევნილები დაშლას მანამ არ აპირებენ, სანამ შეკითხვებზე კონკრეტულ პასუხებს არ მიიღებენ .

იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დაასრულა ბინის განაწილების პროცესი, რის შედეგადაც 240 დევნილი ოჯახი ზუგდიდში საცხოვრებელ ფართს მიიღებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვებ-გვერდზე იმ ოჯახების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში 240 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა - სრული სია

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.