ზუგდიდში დევნილებისთვის ბინების განაწილება კენჭისყრის პრინციპით მიმდინარეობს (ვიდეო)
13:19 / 25.06.2018
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინსიტრო დღეს ზუგდიდში დევნილებს 48
ერთოთახიან, 96 ოთხოთახიან და 96
სამოთახიან ბინას კენჭისყრის პრინციპით გადასცემს. კენჭისყრა ამ
წუთებში სპორტკომპლექსის შენობაში მიმდინარეობს. მას დევნილთა და
განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, სამინისტროს
სხვა წარმოამდგენლები და ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა
ესწრებიან. გიორგაძემ აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებს, მათი საჭიროებების გათვალისწინებით, ბინები პირველ სართულზე
კენჭისყრის გარეშე გადეცათ. მისივე ინფორმაციით, ბარამიას ქუჩაზე
კიდევ 6 ახალი კორპუსი აშენდება, სადაც ბინა 360 დევნილ ოჯახს
გადაეცემა.
„ბინების გადაცემის პროცესი სრულიად გამჭვირვალედ მიმდინარეობს. დღეს
გვაქვს კენჭისყრა, სადაც თითოეულ ოჯახს საშუალება აქვს აირჩიოს, რომელ
სართულზე სურს ცხოვრება. სამინისტროს წარმომადგენლები კი იმ
დევნილებთან შეხვედრას აგრძელებენ, ვინც წელს ბინა ვერ მიიღო“, -
აღნიშნა გიორგაძემ.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ნონა შეროზია, რომელმაც ბინების
გადანაწილების პროცედურები უკვე გაიარა, ამბობს, რომ 26 -წლიანი
ლოდინის შემდეგ ახალაშენებულ კორპუსში ერთოთახიანი ბინა მიიღო.
„26 წელია ბინის მოლოდინში ვარ. ამ დრომდე ნაქირავებში ვცხოვრობდი.
ქირას დევნილთა სამინისტრო მიხდიდა. მეკუთვნოდა ერთოთახიანი ბინა და
მივიღე კიდეც. მადლობა დევნილთა სამინისტროს“, - თქვა შეროზიამ.
ზუგდიდში 6 ახალაშენებულ კორპუსში წელს ბინა 240-მა დევნილმა ოჯახმა
მიიღო და სამეგრელოს რეგიონში 9 ნგრევადი ობიექტი დაიხურება.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს ვებ გვერდზე ავრცელებს.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მეთორმეტე გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები