რეგიონი
აფხაზური მხარე "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გამო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტატუნაშვილი - ოთხოზორიას სიის“ შესახებ საკითხს გალის შეხვედრაზე დააყენებს. უწყება სიის დამტკიცებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. დე ფაქტო რესპუბლიკა აღნიშნულთან დაკავშირებით სერიოზულ აღშფოთებას გამოხატავს. მათი შეფასებით, საქართველოს მთავრობის, კერძოდ კი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ქმედება დესტრუქციულია.

„ეს სია ატარებს პროვოკაციულ ხასიათს და შესაძლოა, სრულად ჩაშალოს ჟენევის საერთაშოროსო მოლაპარაკებები, რომელიც მიმართულია არსებული კონფლიქტების მოგვარებაზე სამხრეთ კავკასიაში. პრემიერ- მინისტრის განცხადებით კიდევ ერთხელ ხდება საქართველოს ხელისუფლების მიერ აგრესიული პოლიტიკის დემონსტრირება აფხაზეთისა და აფხაზეთის მოქალაქეების მიმართ, რაც სერიოზულად უშლის ხელს არსებული მოლაპარაკებების პროცესს. ქართული მხარე, ყოველგვარი ობიექტური საფუძვლის გარეშე ადანაშაულებს ადამიანის უფლებათა დარღვევაში აფხაზეთისა და ოსეთის მოქალაქეებს და შეჰყავს ისინი „შავ სიაში“, რომელიც საერთაშორისო სანქციების დაწესების წინაპირობაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ აფხაზური მხარე  საერთაშორისო მოლაპარაკების სრულად ჩაშლაზე პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს აკისრებს.

საქართველოს მთავრობამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ დადგენილების პროექტი მთავრობის გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა, რომელიც პარლამენტს გაეგზავნა. მანამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ სიაში ამ ეტაპზე 33 პირია შესული. მისივე თქმით, ისინი 1991 წლიდან დღემდე მხილებულნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ მკვლელობაში, გატაცებასა, წამებაში და ამ დანაშაულთა დაფარვაში.


გიგა ოთხოზორიას მკვლელობა კვლავ გალის შეხვედრის მთავარი თემა იქნება

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია"-ში 33 ადამიანია - მთავრობამ დადგენილება დაამტკიცა


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
18 / დეკემბერი 2025
მეგრელებისთვის ახალი წლის დილას ფრინველსა და ცხოველზე "გაჯობნა" მთელი წლის ბედს განსაზღვრავდა.
11 / დეკემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოში გავრცელებულ რიტუალზე და ტრადიციაზე "გაძღიკობა".
04 / დეკემბერი 2025
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
18 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.