მირანდა მესხი ენმ-ის ბრალდებებზე: ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია (ვიდეო)
12:38 / 28.09.2018
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
ბრალდებებს არჩევნების გასაყალბებლად მზადებასთან დაკავშირებით
უარყოფს და მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას უწოდებს. ამასთან, მესხი
ამბობს, რომ მის მიმართ ზეწოლები არ ხორციელდება.
„ჩემზე არავითარი ზეწოლა არ არის, თვითონ ახდენენ ზეწოლას საკუთარ
წევრებზე, რომ წერონ საჩივრები. ამიტომაც არის უშინაარსო, ზოგჯერ
წინასწარ დაწერილი საჩივრები. ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის
მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ჩვენ მზად ვართ თითოეული
ამომრჩევლისთვის შევქმნათ უსაფრთხო და კომფორტული გარემო“, - უთხრა
ჟურნალისტებს მესხმა.
რაც შეეხება საჩივრების რაოდენობასა და საუბნო საარჩევნო კომისიებში
მდივნებისა და თავმჯდომარეების დანიშვნას, მესხის ინფორმაციით, სულ ამ
დრომდე 30 საჩივარია რეგისტრირებული. მისი თქმით, ყველა საარჩევნო
უბანი კი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.
„ყველა უბანი გახსნილია და საუბნო კომისიები უფლებამოსილია. ერთი
უბანია მხოლოდ, რომელშიც მდივანი არ არის არჩეული და თავმჯდომარე
ასრულებს მის მოვალეობას, თუმცა დამატებითი სხდომა დაინიშნება. მათი
საჩივრები არის უსაფუძვლო და გადაცდომად თვლიან დაგვიანებასაც, რაც არ
არის დარღვევა“, - თქვა მესხმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვს. პარტიის
სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მურთაზ ზოდელავას
თქმით, ამ დროის განმავლობაში ოლქსა და უბნებზე 140-ზე მეტი საჩივარი
დაიწერა და საარჩევნო პროცესები არაორგანიზებულად მიმდინარეობს.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები