ახალი ამბები
"ჯანდაცვის ცენტრმა" ზუგდიდში ტამიფლუს ექვსი სამკურნალო დოზა გასცა
ზუგდიდის მერიის ააიპ "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ზუგდიდში მათ ანტივირუსულ პრეპარატ ტამიფლუს 6 სამკურნალო დოზა გაიცა, მათ შორის, სამი მათგანი ორსულებზე.

„28 დეკემბრიდან დღემდე გავეცით პრეპარატი და საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კიდევ გავცემთ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ოდიშარიამ.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ დროისთვის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 15 პაციენტი მკურნალობს, აქედან სამი მცირეწლოვანი ბავშვია, სამი კი ორსული.ჰოსპიტალის ადმინისტრაციის ცნობით, 28 დეკემბრიდან დღემდე რეფერალურ ჰოსპიტალს 229 პაციენტმა მიმართა, რომელთაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და ბინაზე გაეწერა, ხოლო 25 მათგანს სტაციონალური მკურნალობა დასჭირდა.

ზუგდიდში ე.წ ღორის გრიპის სამი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ერთი თბილისში გარდაიცვალა, ხოლო ორი გაეწერა.

ამავე თემაზე:


ზუგდიდის საავადმყოფოს ბოლო ათ დღეში გრიპის სიმპტომებით 230-მდე პაციენტმა მიმართა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.