რეგიონი
ია კერზაიას შვილი კახა ფარცვანიას გადადგომას ითხოვს
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელს კახა ფარცვანიას გადადგომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან პოსტი სოციალური ქსელის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. შენგელია წერს, რომ ფარცვანიას "დიდი მორალური წვლილი" მიუძღვის კერზაიას საქმეში.

"სამწუხაროდ, ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, კახაბერ ფარცვანია აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც საკმაოდ დიდი მორალური წვლილი მიუძღვის იას საქმეში და შესაბამისად, მის გარდაცვალებაში. ადამიანი, რომელმაც 22 ნოემბერს მიიღო დასკვნა და მინისტრის ბრძანება სკოლის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე და ყველაფერი გააკეთა, რომ 26 ნოემბრამდე არ ყოფილიყო იასთვის ამის შესახებ ცნობილი. ამ მოქმედებით თითქმის ოთხი დღით გახანგრძლივდა მისი ნერვიულობის და სტრესის პერიოდი და შეამცირა დრო სამართლებრივი მოქმედებებისთვის", - აღნიშნულია პოსტში.

ამასთან, შენგელია წერს, რომ კახა ფარცვანია იყო "მთავარი" მოქმედი პირი ია კერზაიას მიმართ პოლიტიკურ დევნაში. მისივე მტკიცებით, აღნიშნული დოკუმენტურად დასტურდება და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.  ია კერზაიას შვილი  მიიჩნევს, რომ ფარცვანიას ამ ეტაპზე მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა მომავალში არც სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

"ძალიან საეჭვოდ ემთხვევა მე-6 სკოლიდან მისთვის მიწერილი წერილები სკოლაში არსებულ პრობლემებზე, რაც ინსპექტირების სამსახურმა პირიქით შემოუტრიალა იას და მის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს. ისე რა მორალზე შეიძლება ესაუბრო ადამიანს, რომელიც თითქმის სამი კვირაა პასუხს არ მცემს წერილზე მარტივი შეკითხვით: რამდენად წარმატებული იყო მე-6 საჯარო სკოლა და მისი დირექტორი, დაფიქსირებულა თუ არა რაიმე სახის საჩივარი ამ სკოლაზე ბოლო წლების განმავლობაში. შესაბამისად, ის არის ამ საქმის ფიგურანტი ჯერჯერობით ერთადერთი თანამდებობის პირი, რომელსაც საჯაროდ მოვუწოდებ, რომ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, ვინაიდან მას არ აქვს არანაირი მორალური უფლება იყოს ამ პოსტზე! პ.ს. პირადადაც მინდოდა გადამეცა, მაგრამ ორი დღეა ტელეფონს არ პასუხობს, მგონი გასაგებია ყველაფერი...", - წერს შენგელია ფეისბუქზე.

თავად კახა ფარცვანიამ რადიო "ათინათის" ზარებს არ უპასუხა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაში განათლების სამინისტროს ადანაშაულებს და შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. 

ამასთან,  ბაჩანა შენგელიას მტკიცებით, ანონიმური წერილის ავტორი, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტირების ჯგუფი შევიდა, რეალურად არ არსებობს.

ია კერზაია 9 დეკემბერს დილით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა. 

განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ საკითხის პოლიტიზირება ხდება, რაც, კატეგორიულად მიუღებელია. ამასთან, უწყებაში განმარტეს, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც განაგრძობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების შესწავლას, რაც საარჩევნო პროცესშიც არ შეჩერებულა.

ამავე თემაზე:

ბაჩანა შენგელია ია კერზაის საქმის გამოძიების დასაწყებად პროკურატურას ორკვირიან ვადას აძლევს

პარლამენტში ია კერზაიას საქმის განხილვას განათლების მინისტრი დაესწრება

ბაჩანა შენგელია:განათლების სამინისტროდან ოფიციალური დოკუმენტაციის ნაცვლად ცარიელი ბლანკი გამომიგზავნეს

რა წერია ია კერზაიას წინააღმდეგ დაწერილ ანონიმურ საჩივარში (ფოტო)

ბაჩანა შენგელია: პროკურატურას საკმაო მტკიცებულება აქვს იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს

ია კერზაიას მიმართ, სავარაუდო, ზეწოლასთან დაკავშირებით ბაჩანა შენგელიას გამოკითხავენ

ბაჩანა შენგელია: მოვითხოვ ია კერზაიას საქმეზე სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება (ვიდეო)

მარიან ჯაში ადასტურებს, რომ მას ია კერზაიამ შეტყობინება გაუგზავნა

ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაზე: ეს იყო ორგანიზებული მკვლელობა

თენგო ჯგუშია: ია კერზაიას გარდაცვალება საზოგადოების კისერზეა 

ია კერზაიას დღეს დაკრძალავენ

საია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს უჩივის​
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.