ბაჩანა შენგელია: მოვითხოვ ია კერზაიას საქმეზე სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება (ვიდეო)
16:15 / 22.12.2018
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზიას საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა. დირექტორის შვილი ბაჩანა
შენგელია შესაბამისი უწყებებისგან დროულ გამოძიებას და სამართლის აღდგენას ითხოვს. შენგელიას თქმით, იგი მთავარ პროკურატურაში დაბარებულია გამოკითხვაზე თუმცა, ამბობს რომ ეს გამოძიების დაწყებას არ ნიშნავს.
„მივმართავ შს სამინისტროს და პროკურატურას, რომ დაიწყონ გამოძიება. დაბარებული ვარ გამოკითხვაზე, თუმცა ჩვენ ვითხოვთ არა გამოკითხვას არამედ გამოძიების დაწყებას და დამნაშავეების გამოვლენას, რომლებიც ჯერჯერობით რჩებიან თანამდებობებზე. იმ ოთხი ადამიანის გარდა, ვისზეც მივმართე პროკურატურას, მოვითხოვ სხვა დამნაშავეების გამოვლენას და მათ უმკაცრესად დასჯას“, - აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ.
მისივე განცხადებით, სურვილის მიუხედავად დღევანდელ აქციას არ შემოუერთდნენ მასწავლებელები და სკოლის დირექტორები.
„მე ვიცი, რომ ისინი გულით აქ არიან. მათი არ ყოფნა აიხსნება იმით, რომ შესაძლოა ჰქონდეთ შიშის, რომ სამომავლოდ შესაძლოა მათზე განხორციელდეს ზეწოლა“, - თქვა ბაჩანა შენგელიამ.
აქციაზე მე-6 სკოლის მოსწავლეები, ია კერზაიას ახლობლები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ოთო კახიძის თქმით, იგი თბილისიდან საგანგებოდ, ამ აქციაზე დასასწრებად და ბაჩანა შენგელიას მხარდასაჭერად ჩამოვიდა.
„მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ბრძოლაში ბაჩანა შენგელიას გვერდში დავუდგები. ზოგადად ხელისუფლება მასწავლებლებს და რესურსცენტრის ხელმძღვანელებს განიხილავს არა როგორც ღირსების მქონე ინდივიდებს, არამედ როგორც პირთა ჯგუფს -ადმინისტრაციულ რესურსს, რომელიც შეგიძლია დაამცირო, რომელზეც შეგიძლია იძალადო და დააკისრო ყველანაირი უკანონობა, იმისთვის, რომ რაღაც შედეგი მიიღო. ეს არის ამორალური პრაქტიკა და სამწუხაროდ ახალი არ არის და ყველა ხელისუფლება ცდილობს ამას სხვადასხვა დოზით. ამას უნდა დაესვას, წერტილი და მე აქ ვარ იმიტომ, რომ მსგავსი ფაქტები სამომავლოდ არ განმეორდეს“, - აღნიშნა კახიძემ.
შენგელიამ აღნიშნული საქმის გამოძიების მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით 19 დეკემბერს მიმართა. უწყებამ იგი გამოკითხვაზე 25 დეკემბერს დაიბარა.
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
იმისათვის, რომ კლინიკური ფსიქოლოგიის ლიცენზირებულ მომავალს კიდევ ერთი ნაბიჯით მიახლოებოდა, ზუგდიდელმა დავით ქირიამ საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ფსიქოლოგიის სფეროში სტაჟირების რამდენიმე საფეხური გაიარა, რაშიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები დაეხმარა.
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები