თენგიზ ჯგუშია: ხვალ გადაწყდება წაართმევს თუ არა ზუგდიდს რეკრეაციულ ზონას ბიზნეს „ზვიგენი“ (ვიდეო)
15:39 / 18.02.2019
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ხვალინდელ საჯარო განხილვაზე, სადაც ზუგდიდის სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს შესაძლო აშენებას განიხილავენ,
საზოგადოების მხარე დაიჭიროს. ამის შესახებ მან სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების მონაწილეობით, ამ შენობაში ხვალ გადაწყდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. შეძლებს თუ არა მოსახლეობა დაიცვას დადიანების მემკვიდრეობით დატოვებული უწმინდესი ტერიტორია, თუ ჩააბაროს ის ბიზნეს ზვიგენს m² სახით. სწორედ ამ შენობაში ორი წლის წინ ზუგდიდს წაართვეს თვითმმართველობა, მაშინ აქ დამარცხდნენ ზუგდიდელები, სახელმწიფოსთან ბრძოლაში. ხვალ კიდევ ერთი უდიდესი გამოცდის ჩაბარება უწევს ხელისუფლებას ამ შენობაში. წაართმევს თუ არა ხელისუფლება და m² საკუთარი ბიზნეს ინტერესებისთვის ზუგდიდს რეკრეაციულ ზონას? მე მოვუწოდებ გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიას, რომ ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე გაიმარჯვოს ჯანსაღმა აზრმა. მე არ მინდა, რომ დადიანების ტერიტორიის გასხვისების ამბავი მოიგოს ბიზნესმა. მე მინდა, რომ ვიყოთ ერთ მხარეს საზოგადოების და ზუგდიდის მხარეს“, - აღნიშნა თენგო ჯგუშიამ.
მან ასევე მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, რომ დროულად დაასახელონ ზუგდიდის მერობის კანდიდატი.
სკეიტ პარკის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს კონცეფციის განხილვა 19 თებერვალს გაიმართება. მოსახლეობის ნაწილი აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას ეწინააღმდეგება.
ყინულის სასახლის ადგილას კომპანია m² სამსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდულაძემ სასტუმროს პროექტის პრეზენტაციაზე 25 ნოემბერს ისაუბრა. როგორც ბურდულაძემ აღნიშნა, მას ამ საკითხზე ზუგდიდელების აზრი და შეფასებები აინტერესებს. მისი თქმით, სასტუმრო იქნება საერთაშორისო ბრენდის და ის ხელს არ შეუშლის დადიანების სასახლის ხედს.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს ვებ გვერდზე ავრცელებს.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მეთორმეტე გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები