ახალი ამბები
ზუგდიდში ყინულის სახლი საზეიმოდ გაიხსნა (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდის სკეიტ პარკში ყინულის სასახლე დღეს საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიაში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ, ანსამბლმა „ოდოიამ“, ბათუმის ყინულის სახლის სპორტსმენებმა, ბათუმის მოცეკვავეთა დასმა და ქუთაისის ყინულის სახლის ჰოკეისტთა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

მანამდე შეკრებილებს ყინულის სახლის გახსნა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის ვიცე-მერმა გიორგი შენგელიამ და ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა მიულოცეს. სწორედ მათ გახსნეს ლენტი საციგურაო მოედანზე.

სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, მუნიციპალიტეტი მუშაობს, რომ ყინულის სახლის ფუნქციონირება უფრო საინტერესო და მომგებიანი იყოს ზუგდიდელებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ყინულის სახლის ტენტს ექსპლუატაციის ვადა ორ წელიწადში გასდის.

„დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, შევიდა ექსპლუატაციაში ყინულის სახლი, რითაც ძალიან გაიხარეს თანამოქალაქეებმა. მინდა აღვნიშნო, რომ ყინულის სახლის ტენტს ორ წელიწადში ექსპლუატაციის ვადა ეწურება და სამწუხაროდ, დიდი თანხა დაუჯდება ბიუჯეტს. შესაბამისად, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რომ ინვესტორის მეშვეობით გადავიტანოთ ისეთ შენობაში, სადაც ექსპლუატაციის ვადა ხანგრძლივი იქნება და კომფორტულადაც მოეწყობა.ასევე, გვსურს, დაემატოს სხვა სპორტული სახეობები და სპორტული სექტორი ყინულის სახლის მიმდებარედ. მუნიციპალიტეტი მუშაობს იმისთვის, რომ ყინულის სახლი ქალაქისა და მოქალაქეებისთვის მეტად საინტერესო და მომგებიანი იყოს“, - თქვა მოწერელიამ.

ყინულის სახლში ამ ეტაპზე ინდივიდუალური სრიალი არ იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ უთხრა. მისივე თქმით, სპორტული წრეების ტარიფები უკვე განსაზღვრულია და ერთი ბავშვისთვის საფასური - 40, ოჯახის ორი წევრისთვის - 60, სამი წევრისთვის - 80 ლარი, სოციალურად დაუცველებისთვის კი უფასო იქნება.

„ამ ეტაპზე იფუნქციონირებს ფიგურული სრიალის წრე. სპეციალისტებს მოვიწვევთ ფედერაციიდან და ხვალიდან დაიწყება მიღება. ამ ეტაპზე სხვა წრეების დამატება არ იგეგმება. ინდივიდუალური სრიალი კი, სანამ ელექტრონული გადახდის სისტემა არ მოწესრიგდება, არ იქნება“, - აღნიშნა შენგელიამ.

ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კი ზუგდიდელი ახალგაზრდებისთვის ყინულის სახლის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, ეზიარონ სპორტის ამ ულამაზეს სახეობას. რაც შეეხება გადატანას, მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია, თუმცა, ჩვენი გვსურს, არ შეწყდეს სამწვრთნელო პროცესი და უწყვეტად ივარჯიშონ ბავშვებმა“, - თქვა გიორგობიანმა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ აღნიშნა, რომ თუკი სასტუმროს მშენებლობა ყინულის სახლის ტერიტორიაზე გადაწყდა, ობიექტი დროებით ტექნიკური სამუშაოების გამო დაიხურება. სასტუმროს მშენებლობის შემთხვევაში კი ყინულის სახლს კომკავშირის ტერიტორიაზე გადაიტანენ.

ზუგდიდის ყინულის სახლი ექვსი წელი არ ფუნქციონირებდა. მისი რეაბილიტაციის პროცესი 2018 წლის ბოლოსთვის დასრულდა. ბოლოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას მიერ ყინულის სახლის რეაბილიტაცია 407 830 ლარი დაუჯდა. ყინულის მოედნის გახსნა 2014 წლის შემდეგ რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა ეს დღემდე ვერ მოხერხდა. მოედნის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.


ამავე თემაზე:

მერია: ყინულის სახლში შესვლა რამდენიმე დღე უფასო იქნება



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
დღის სიახლეები
16 / აპრილი 2024
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრი, რამდენიმე თვეა, სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის გარეშეა დარჩენილი.
16 / აპრილი 2024
ზუგდიდის მერია განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ე.წ ფურშეტისთვის 11 350 ლარს გამოყოფს.
15 / აპრილი 2024
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკმა (ADB, ძირითადი დონორები იაპონია და აშშ) ზუგდიდსა და სხვა მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 81 მილიონი ლარი
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.