ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სანათების დაზიანების ბრალდებით სამართალდამცავება ერთი პირი დააკავეს.        
ინფორმაცია რადიო 
"ათინათს" შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით მომხდარზე საქმე 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ახლად რეაბილიტირებულ ბაღში 7 სანათი გუშინ, საღამოს საათებში დაამტვრიეს. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სანათები ახალგაზრდა მამაკაცმა 
დააზიანა. 			
მასალის გამოყენების პირობები