ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზია და ლომბარდი გაქურდეს. შპს "ვეკოს" ხელმძღვანელის მაია ვეკუას ინფორმაციით,
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, წაღებულია 40 000 ლარზე მეტი ღირებულების ტექნიკა. "კომენდანტის საათის დროს მოხდა ეს. ამ დილით მოვედით და რასაც ვხედავ, ფაქტიურად ყველაფერი წაღებულია. მაცივრები, ლეპტოპები, ტელეფონები - ყველა სახის ტექნიკა იყო. მაღაზიაში გამოტანილი მქონდა როგორც მინიმუმ 40 000 ლარის საქონელი, საწყობში კი გაცილებით მეტია 200 000- მდე ან მეტიც შეიძლება იყოს, უბრალოდ ჯერ არ ვიცი, არ მიშვებენ შიგნით. გამომძიებელს ველოდებით ამ დრომდე", - უთხრა მან "ათინათს".შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები