ახალი ამბები
ზედაეწერში ავარიის შედეგად დაშავებული 2 ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა
სოფელ ზედაეწერის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 ახალგაზრდა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება. მათგან ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი დამაკმაყოფილებელი - ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა. 

რაც შეეხება კიდევ ერთ პაციენტს, ორჟონიას ინფორმაციით, ის გვიან ღამით ქუთაისში გადაიყვანეს. როგორც ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რადიო "ათინათს" უთხრეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"პაციენტი სტაბილურია, აღენიშნება მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები, საოპერაციოა", - გვითხრეს სამედიცინო დაწესებულების პრესსამსახურში. 

გუშინ ზუგდიდში ერთმანეთს მერსედესის ტიპის მსუბუქი ავტომობილი და ფორდის მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც 5 ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე თემაზე: 

ზედაეწერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სლოგანით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.