ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე დაწესებული ცალმხრივი მოძრაობა გააპროტესტეს (ვიდეო)
20:08 / 31.05.2021
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებული ბიზნესობიექტების მფლობელებმა და მოსახლეობამ აღნიშნულ ქუჩაზე დაწესებული ცალმხრივი მოძრაობა გააპროტესტეს. ადგილობრივების თქმით, შეზღუდვის გამო მათ სახლში მისვლა
შემოვლითი გზით უწევთ. ბიზნესმენები კი ამტკიცებენ, რომ ქუჩის გადაკეტვა ერთ-ერთი მაღაზიის ინტერესებს ემსახურება, რის გამოც სხვა მარკეტებმა მომხმარებელი დაკარგეს.
"მიმოსვლა არის აკრძალული, სახლში ვერ მივდივართ. რომ მივიდეთ არის 4-5- ქუჩით მეტი გასასვლელი. სადაც 100 მეტრი იყო გასასვლელი გავდივართ კილომეტრებით მეტს", - ამბობენ აქციის მონაწილეები.
ამ წუთებში ისინი სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ოლაჭკანდერზე - მეგრულ საზღვაო ტრადიციაში გამორჩეულ საბრძოლო ხომალდზე, რომელმაც ოდესღაც სამეგრელოს ძალა და საზღვაო დიდება განასახიერა.
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები